საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დაბა ბახმაროში, კურორტზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2026 წელს ბახმაროს ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც კურორტის განვითარებასა და კეთილმოწყობას შეუწყობს ხელს.
დაბის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში დაგეგმილია შიდა გზების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოების, ორი საავტომობილო ხიდის და მინი საფეხბურთო მოედანის მოწყობა.
მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და 2027 წელს დასრულდება.
დაბა ბახმაროში ასევე იმყოფებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილი.
მსგავსი სტატიები
- 73
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატ ვასილ ჩიგოგიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების საკითხები და სამშენებლო… - 73
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ლევან ზაუტაშვილმა და გიორგი ღურჯუმელიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დასრულებული საგზაო სამუშაოები, ხოლო დაბა გომისმთაზე დასრულებული სკვერი და მინის საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და გურიის სახელმწიფო რწმუნებული იმყოფებოდნენ… - 72
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 72
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა… - 71
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.