15 მაისს, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონა გაფრინდაშვილის თასი- 2026“-ის პროგრამით გათვალისწინებული გურიის რეგიონის სასკოლო პირველობა ჭადრაკში.
ჩემპიონატის დაწყების წინ, საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მიერ (ნინო გორდეზიანი, მარიამ ჯანელიძე, ქეთი ბჟალავა) დაჯილდოვდა რეგიონის მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული სკოლის გუნდები, რომლებმაც თასის გათამაშების I ეტაპზე მუნიციპალურ ჩემპიონატებში გაიმარჯვეს და გურიის რეგიონის ჩემპიონატში ( II ეტაპი) მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. ეს გუნდებია: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლა, სსიპ – ნ.დუმბაძის სახელობის ქ.ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა და სსიპ – ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა.
ამ გუნდებს ( თითოეულში 4-4 წევრი) შორის გურიის რეგიონის ჩემპიონობისთვის ბრძოლა წრიული სისტემით წარიმართა. მისასალმებელია, რომ მონაწილეთა უმეტესობამ კარგი სათამაშო დონე გამოავლინა და ხარისხიანი პარტიებიც გაითამაშეს, თუმცა, ცალკეულ შეხვედრებში, თანმდევმა დაძაბულობამ და ემოციებმა შედეგებშიც ჰპოვა ასახვა.
საბოლოოდ:
გუნდური 4 შესაძლებლობიდან, 3 ქულით და საერთო 8-დან 4,5 ქულით, პირველი ადგილი დაიკავა ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლამ, შემადგენლობით: კაპიტანი ნესტან ასამბაძე-თოდრია, გუნდის წევრები: თედო მამალაძე,აბო ჭელიძე,მათე მგალობლიშვილი, თამარ ჟღერია; გუნდი დაჯილდოვდა თასით, ოქროს მედლებით და შესაბამისი დიპლომებით.
გუნდური 4 შესაძლებლობიდან, 2 ქულით და საერთო 8-დან 5,5 ქულით, ვერცხლის მედალოსნები გახდა – ნ.დუმბაძის სახელობის ქ.ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა-კაპიტანი ნინო წიტაიშვილი, გუნდის წევრები არჩილ ჩიტაიშვილი,ემილია ხომერიკი, იოანე ნიკოლაიშვილი და ელისაბედ მირიანაშვილი.
ხოლო ბრინჯაოს მედლები წილად ხვდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლას(კაპიტანი ადამ ხუხუნაიშვილი,გუნდის წევრები დემეტრე ბერიძე, ნათანაილ ფირცხალაიშვილი, თომა ცინცაძე, მარიამ ჩაჩავა.
ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის გუნდი,როგორც გურიის ჩემპიონი, მონაწილეობას მიიღებს „ნონა გაფრინდაშვილის თასი-2026“ -ის დასკვნით ფინალურ ტურნირში, რომელიც მ/წლის 6 ივნისს გაიმართება ქ.თბილისში,N1 კლასიკურ გიმნაზიაში(რუსთაველის პროსპექტი).

მსგავსი სტატიები

  • 77
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 75
    ჩოხატაურის #1 სკოლის გუნდმა გაიმარჯვა30 მაისს. ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა გურიის რეგიონალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა „ნონა გაფრინდაშვილის თასი-2025“-ის ფარგლებში მიმდინარეობდა. დებულებით, სკოლის ოთხი წევრისაგან შემდგარი გუნდები დაკომპლექტებულია I-IIკლასის მოსწავლეებისაგან. პირველ ეტაპზე გამოვლინდა გამარჯვებულები მუნიციპალიტეტების დონეზე, ხოლო მეორე ეტაპზე ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რეგიონის ჩემპიონის ტიტულისათვის. მუნიციპალიტეტების ჩემპიონის რანგში წარმოდგენილნი იყვნენ: სოფ.ჩოჩხათის საჯარო…
  • 73
    27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
  • 71
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 71
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…