გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს გიგლა თამაზაშვილსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, ის პრიორიტეტული ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც წყალსამეურნეო სისტემების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებული გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრის გზებსა და კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც შესაბამისი უწყებების ჩართულობით დამატებით დამუშავდება
მსგავსი სტატიები
- 77
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, თვითმმართველობების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ. - 76
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. - 76
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 76
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო პრიორიტეტები. ასევე, ხაზი გაესვა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც რეგიონული განვითარების პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს. - 76
