ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ჩვენი ხალხის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა _ ეს ნამდვილად გურიაა, _ აქ ჩანს ყველაზე კარგად თუ როგორ არ ანაღვლებს ივანიშვილს ქართველი ხალხი! _ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ გურია ისევ შეასრულებს იმ განსაკუთრებულ როლს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, როგორსაც ის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან მოყოლებული ასრულებდა.
„მადლობა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს დალოცვისა და მოკითხვისათვის!
სოფო ჯაფარიძე ოზურგეთსა და ლანჩხუთში საოცარ ხალხს შეხვდა და მათი წერილები გადმომცა! ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ჩვენი ხალხის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა – ეს ნამდვილად გურიაა. დაცარიელებული სოფლები, ტყედ ქცეული ყანები და ყოველი მეორე მოსახლე ემიგრაციაში – აქ ჩანს ყველაზე კარგად თუ როგორ არ ანაღვლებს ივანიშვილს ქართველი ხალხი!
მაგრამ, მინდა ჩემ გურულებს გითხრათ: სულ მალე ეს ყველაფერი დასრულდება და მე მჯერა, რომ გურია ისევ შეასრულებს იმ განსაკუთრებულ როლს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, როგორსაც ის ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან მოყოლებული ასრულებდა!“_ წერს მიხეილ სააკაშვილი.
წყარო: ambebi.ge
მსგავსი სტატიები
- 66გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გველოდება. სავსემთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოჭარბებულია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირდება ავარიები; ნერვიულობისა და ემოციურობის გამო ადამიანებს ექმნებათ უსიამოვნებები. მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და თუ მაღალი წნევის მატარებელი ხართ, გააკონტროლეთ. 7 მარტს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას.…
- 64სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: 00:04 / 07-01-2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება…
- 61ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის და რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება, თუმცა, როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ მორიგი მძლავრი ბიძგების განმეორების ალბათობა ნაკლებია. ამასთან, მისი განმარტებით, გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ დაახლოებით 6-7 განმეორებითი ბიძგი, ე.წ. აფთერშოკი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 4,5 მაგნიტუდის…
- 59კელი დეგნანის საქართველოში აშშ-ის ელჩად მუშაობის ვადა ამოიწურა. ელჩი ქართველებს ემოციური წერილით ემშვიდობება და წერილის ბოლოში ილია ჭავჭავაძის „აჩრდილიდან“ რამდენიმე სტროფსაც იშველიებს. ელჩის წერილს უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში სამწელიწადნახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ -ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი.…
- 56ისრაელის ხელისუფლებამ არაბული წარმოშობის რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავა, მიზეზი სოციალურ ქსელებში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქტივობა გახდა. დაკავებულებს შორის არის ცნობილი მომღერალი დალალ აბუ ამნა, რომელიც ნაზარეთში ცხოვრობს. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული "დესტრუქციულ ქცევაში" დაადანაშაულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მისმა პოსტებმა შესაძლოა მომღერლის გულშემატკივრებში…