საფრანგეთში ახალი წლის ღამეს უცნობმა პირებმა 984 ავტომობილი დაწვეს. ამის შესახებ BFMTV საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

ინციდენტებთან დაკავშირებით 420 ადამიანი დააკავეს, 310 კი ციხეში გადაიყვანეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაილომ განაცხადა, რომ პოლიციამ ფოიერვერკის გამოყენების მრავალი შემთხვევა დააფიქსირა.

პიროტექნიკის გამოყენების გამო, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ლიონში ორი წლის ბავშვმა სახის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. ფოიერვერკით დაშავებულ ერთ ადამიანს კი „გადაუდებელი მკურნალობა“ ჩაუტარდა.

ამასთან, პიროტექნიკით გაჩენილმა ხანძარმა ლორმონტში ბინა გაანადგურა.

მედიის ცნობით, გასულ წელს საფრანგეთში უცნობმა პირებმა ახალი წლის ღამეს 690 მანქანა დაწვეს.

მსგავსი სტატიები

  • 66
    ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს,  დილით მოხდა. გავრცელებული  ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ,ავტომობილების გადამზიდავი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
  • 65
    „კროკუსის“ ტერაქტის მონაწილეები დააკავესმოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუსის“ტერაქტის მონაწილეები დააკავეს. ამის შესახებ რია ნოვოსტი იუწყება. რუსეთის გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვის ცნობით დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის უშუალო მონაწილე 4 პირი. ბორტნიკოვმა  ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უპატაკა _წერს გამოცემა.
  • 65
    ოზურგეთში მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2,3 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 65
    დაბა ლაითურში უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონა ემსხვერპლაოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი ინფორმაციით მცირეწლოვანს კარადა დაეცა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით. (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). წყარო:
  • 64
    ავღანეთში მიწისძვრას 812 ადამიანი ემსხვეპლაავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს , - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2800 ადამიანი დაშავდა. მაშველები რამდენიმე დასახლებამდე მისვლას რთული მთიანი რელიეფისა და ცუდი ამინდის გამო ვერ ახერხებენ. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შარაფატ ზამანმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა. ავღანეთში მომხდარ 6 მაგნიტუდის…