ავტორი: მანანა ლომაძე,

ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების  ფონდების მცველი.

მარკოზ ჟღენტი, როგოც ქართველი წარმომავლობის  ამერიკელი მკლევარი და მწერალი ბატონი  რიჩარდ ალექსის  ჯორჯიანის ჩანაწერებით ირკვევა    ჯირითობდა ბაფალო ბილის უაილდ ვესთის შოუში 1894,,1895 .,1900წლების სეზონში.  მარკოზ ჟღენტი 1869  წელს სოფელ ბასილეთში დაიბადა (მის შესახებ მასალები მოგვაწოდა მისმა შვილიშვილმა იაგორ კოპლატაძემ,  სოფლის ჭეშმარიტმა  მემატიანემ ,75 წლის, საუბარი  ჩაწერილია  2001 წლის 17ოქტომბერს). მარკოზი შეძლებული  გლეხი ყოფილა და ფლობდა რამდენიმე  ჰექტარ მიწის ფართობს, თვითონ არ მუშაობდა ,მიწას სანარდოდ გასცემდა.

მარკოზი წლების მანძილზე მუშაობდა ბასილეთის საზოგადოების მამასახლისად.საზოგადოებაში შედიოდა სოფლები:(ბუკნარი,ქვენობანი,ბასილეთი, ხიდისთავი,ჭაჭიეთი,,მეწიეთი,  წიფნაგვარა,,ზენობანი და ახალშენი). ყავდა ერთი მწერალი-მდივანი, ერთი სტრაჟნიკი და ერთი გადასახადის  ამკრეფი. ამავე დროს იყო თერძი,იცოდა კერვა, კერავდა  მხოლოდ  ჩერკესკას-ჩოხას თავისთვის და სხვისთვისაც,მაგრამ თუ ვინმეს კარგი ტანი არ ჰქონდა  იმას არ შეუკერავდა ,იტყოდა ჩოხას კარგი ტანი  სჭირდებაო. კერავდა სახლში და ნაგომარში, იქ ჰყავდა ნათესავი.

მარკოზი ულამაზესი კაცი ყოფილა( რასაც ადასტურებს მისი ფოტო მ.ლ.) სოფლის ეკლესიაში, რომ გამოვიდოდა  მისი სილამაზის გამო ქალები ცუდად ხდებოდნენო გადმოქვცემს მისი შვილიშვილი. თავად ძალიან ზრდილობიანი კაცი ყოფილა, მაგრამ ქალების მოტრფიალე კი ძალიან,ამასთან ასეთი თვისებაც ჰქონია: თუ ქალთან ერთხელ ან ორხელ გაივლიდა მერე თავს დაანებებდა. ამის გამო  ერთმ მაზედ შეყვარებულმაა  ჩოხატაურელმა ქალმა  გადაწყვიტა შური ეძია მასზე, ერთელ როცა მარკოზი ნაგომრიდან  წამოვიდა ნაქეიფარი და გზად ამ ქალთან შეიარა ჩოხატაურში და ქალს ალერსი დაუწყო, ქალმა  მალულად დანა ატაკა  ფერდში,მაშინ მარკოზმა  ქალს  ხელი წაუჭირა ყელში და ახრჩობდა, ხმაურზე ქალის ოჯახში დამალული მედროგე სომეხი მოვარდა დასახმარებლად,მარკოზი ფანჯრიდან გადახტა,მაგრამ მედროგემ მოასწრო და დანა კისერში ჩაარტყა.რამდენიმე ხანში მარკოზი  გარდაიცვალა ეს იყო 1907 წელს. მის  დაკრძალვას დაესწრო გურიის საზოგადოება,მას დიდ პატივს სცემდნენ. დაკრძალულია ბასილეთის სასაფლაოზე ჭადრების ძირში.

მარკოზს ჰყავდა მეუღ₾ე  6 შვილი.როგორ შეირთო  ცოლი? ის ხომ ულამაზესი კაცი იყო და მისი შესადარი ქალი  სად იქნებოდაშეირთო მისი ძმაკაცის ბიძაშვილი ჯაოზი კალანდაძე,შვილები:დარია გათხოვილი იყო  ფილიპე ღლონტზე, აბიბო-უშანგი შევარდნაძის (მომღერალი) მეყღლე იყო.ელენე- მესამე შვილი  გავდა  მამას ულამაზესი იყო (იაგორ კოპლატაძის დედა). ამბაკო თერძი იყო,ჰქონდა ატელიე თბილისში,ჰყავდა შეგირდები,ლიუდმილა და ანაქა ამჟამად თბილისში ცხოვრობენ მარკოზის შთამომავლები მაია და გია  ჟღენტები(ესენი არიან ამბერკის შვილიშვილები).

ბატონ იაგორის მეხსიერებას შემორჩა  მოგონებები ბაბუაზე:

როცა მარკოზი მამასახლისდ მუშაობდა, მასთან მივიდა ორი მეზობელი,რომლებიც დაობდნენ  მიწის ფართობის გამო, რადგან საზღვარი ისე ჰქონდათ შემოფარგლული,რომ ურემი თუ გაივლიდა  გზაზე და კაციც ერთდროულად, კაცი ღობეს უნდა გაკვროდა. მარკოზმა უსმინა მოდავეებს  და მერე უთხრა:  წადით სახლში მოიტანეთ წალდი და ბარი, როცა მოიტანეს ორივე მხარეს თითო-თითო მეტრი მიწა  ჩამოაჭრა,მისი სიტყვა კანონი იყო.

როგორ ვარჯიშობდა: მიწაზე დაყრიდა მონეტებს და გაჭენებული ცხენიდან კრეფდა,ვარჯიშობის დროს უნაგირს ორჯერ გამოუცვლიდა ცხენს,.

ერთხელ თავად კაპიტო ასათიანს (რომელსაც ჰყავდა ელიზავეტოპოლიდან ჩამიყვანილი ცხენი ლაფშა-150 ოქროს თუმნად  შეძენილი , ეს ცხენი არავის არ იჯენდა გარდა თავისი პატრონისა), მარკოზმა სთხოვა დამაჯინეო, კაპიტომ უარი უთხრა , მეშინია რამე ცუდი არ შეგემთხვასო,მაგრამ უარი არ გაუვიდა. მარკოზმა სთხოვა კაპიტოს   ცხენთან ახლოს მომყევიო. შეჯდა ამოდო ლაგამი და ცხენი და მხედარი გაქრა,ეს მოხდა სოფელ ხიდისთავში დუქნებთან, ჭენებით ავიდა მარკოზი  ბასილეთში,როცა უკან ბრუნდებოდა მარკოზმა ლაგამი ოდნავ მოუშვა. ცხენმა თავისუფლება იგრძნო თუ არა უაზროდ გაფრინდა ხიდისთავისაკენ,მისი დაკავება ახლა შეუძლებელი იყო. ცხენს პატრონი ხიდისთავში ელოდებოდა, როდესაც ცხენი მივარდა მაღაზიებთან მარკოზმა  მოახერხა მაღაზიის სახურავზე შეხტომა,ცხენი შეასკდა კედელს, სხვა შემთხვევაში მარკოზი  შუაში გაიჭრებოდა, მარკოზი გადარჩა და ცხენიც, ამის შემდეგ  ორი დღე იქეიფეს.

ახლა რამდენიმე სიტყვით მინდა გადმოგცეთ ბუფალო  ბილის შოუს  შესახებ როგორც ეს აღწერილი აქვს ბატონ რიჩარ  ჯორჯიანს თავის წიგნში…..“1894 წლის სეზონი (ამ სეზონის ერთ-ერთი მონაწილე მარკოზ ჟღენტიც იყო) ,,,ჩამონათვალია სხვადასხვა  ქვეყნიდან ჩამოსული მოჯირითეები  მათ შორის-10 კაზაკი კავკასიიდან,რომელსაც ლუკა ჩხარტიშვილი  ახლდა, კაზაკებს  ეცვათ ჩოხა,მათი ტრადიციული ტანსაცმელი. ალბერტ შიბლი,რომელიც  ბუფალო ბილის ევროპული აგენტი იყო მათ შეხვდა,ის შეხვდა ტომ ოლივერს, რომელიც ქართველ მოჯირითეებთან ერთად ჩამოვიდა ,ალბერტი,ცოტა არ იყოს  გაკვირვებულოი დარჩა ,რომ ივანე მახარაძე არ ჩამოვიდა ამ წელიწადს  და ლუკა ჩხარტიშვილი უძღვებოდა მოჯირითეებს, ლუკა ჩხარტიშვილი,რომელიც ლანჩხუთელი იყო,ჯირითობდა   ივანე მახარაძესთან ერთად.ბუფალო ბილის შოუმ ,რომელიც  ექვსი წელია ნიუ იორკის არენაზე არ გამოსულა. მთელი სეზონი აქ გაატარა. 161 ევროპელი  მსახიობი და ქართველი მოჯირითეები  გაოცდნენ  აშენებული არენით, არენა  312 ფუტის სიგრძის და 455 წლის სიგანის იყო ეს იყო თეთრი კარავი. მთელს შოუში 758 კაცი  იყო , ისინი მიწაზე  დაფენილ  140  კარავში ცხოვრობდნენ, ისინი ჯგუფებად იყვნენ განლაგებული.დღის დასვენების შემდეგ რეპეტიციებს გადიოდნენ.არენის ყველა გუნდმა იცოდა თავისი რიგი შოუში შესასვლალად.ქართველებს ცხენების გაწრთვნის პრობლემა  ჰქონდათ.

ბუფალო ბილის შოუს  ძირითადი გუნდი იყო: ინდიელები, ქავბოები და  კაზაკები.

შოუს გახსნის დღე  იყო 12 მაისი (1894წ.) , 3:00 ,მშვენიერი  დღე , შოუს სტილი დიდად არ შეცვლილა, იხსნებოდა მოჯირითეთა შემოსვლით, სროლებით და ა.შ. შემდეგ  ცხენების შეჯიბრი კაზაკებს, მექსიკელებს, ინდიელებს,  და კოვბოებს შორის…ქართველი მოჯირითეები დიდ ქებას იმსახურებებდნენ პრესის ფურცლებზე, ნიუ იორკის დეილი ტრიბუნი,კვირას,22 ივლისს, 1894 წლის დიდ წერილში წერდა:“დღე უაილდ უესთთან ერთად“, კაზაკების ჯირითი სუნთქვის წამღებია, როგორ დგანან ცხენის ზურგზე,როგორ აჭენებენ,როგოგორ  მოძრაობენ   ცხენზე ,ძირს ისვრიან  იღებენ საგანს და  აბრუნებენ უნაგირზე… ყოველი წლის  სეზონის ბოლო დღეს ინდიელები დაკაზაკები( გურულები)  ალაგებენ ბარგს და სხვადასხვა ენაზე ემშვიდობებიან ერთმანეთს.  წარმოდგენა დიდი ენთუაზმით მიმდინარეობდა   და დიდი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს მოჯირითეებმა,…ბუფალო ბილმა გაართო 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი მთელი  სეზონის  განმავლობაში სულ  126 შოუ აჩვენეს“.

გაზეთი „ალიონი“,#18, 2 აგვისტო, 2023 წ.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 82
    ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთით ცხოვრობსიური ჩხაიძე 76 წლისაა. დაიბადა 1946 წლის 10 ივნისს მახარაძეში.ფეხბურთის თამაში დაიწყო ადგილობრივ სპორტსკოლაში მწვრთნელ რეზო(ტიაღო) ცერცვაძესთან. 1963-1964 წლებში თამაშობდა „მერცხალში“,( მწვრთნელი ბიძინა ტაბიძე). 1965 წელს ქუთაისის„ტორპედოში“ ანდრო ჟორდანიამ მიიწვია. 1965-71 წწ ჩათვლით 133 მატჩი ითამაშა „ტორპედოს“ შემადგენლობაში სსრკ პირველობაზე უმაღლეს ლიგაში; 1969 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პოლონეთის ოლიმპიური ნაკრების…
  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 80
    ედუარდ შევარდნაძის თვალით დანახული 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიედუარდ შევარდნაძის თვალით დანახული 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები (ჩანაწერი გავაკეთე 2008 წლის 10 ოქტომბერს მასთან კრწანისში შეხვედრისას) "1977 წლის ნოემბერში თუ დეკემბერში მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება, საკავშირო კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ შეეცვალათ მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციები. მოსკოვში დაგვიბარეს და მოგვცეს საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი. როდესაც გულდასმით გადავათვალიერე, თავზარი დამეცა. კონსტიტუციის ახალი პროექტიდან…
  • 80
    „რუსები ინტენსიურად ბომბავდნენ ირპენს, იძულებული გავხდით პოლონეთში გადავსულიყავით“ქეთევან ჯინჭარაძე და ტარიელ თავბერიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირიდან არიან. 2012 წლიდან ქეთევანი სოფელ მთისპირის გამგებელი იყო. შემდეგ ოჯახური გარემოებიდან გამომდინარე უკრაინაში გადავიდნენ და ბოლო 6 წელი კიევიდან ჩრდილოეთით, ქ. ირპენში ცხოვრობდა. რუსეთ-უკრაინის ომმა აიძულა ირპენი დაეტოვებინა და ამჟამად პოლონეთში, ქვემო სილეზიის დედაქალაქ ვროცლავშია. გაზეთი „ალიონი“ ქეთევან ჯინჭარაძეს სოციალური ქსელის…