გასულ შაბათს, შეკვეთილში, „მუსიკოსების პარკში“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით „ჩაის გზის ფესტივალი“ გაიმართა, რომელშიც არაერთმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.ფესტივალში ცნობილი ჩაის მეწარმე დავით თენიეშვილი მონაწილეობდა, რომელმაც გაზეთ „ალიონთან“ კომენტარი გააკეთა:

_მეექვსედ ვღებულობ ჩაის ფესტივალში მონაწილეობას. ყველა ეს ფესტივალი არის ყველა ჩვენგანის, ყველა მეჩაიის წინსვლისა და  წარმატების მომნიჭებელი. აქ ჩვენ არა მარტო ქართველ მომხმარებლებს, არამედ უცხოელებსაც ვხდებით. საინტერესო ის არის, რომ ვინც ერთხელ  იყიდის ჩვენს ჩაის, ისევ გვიბრუნდება. ეს გვაძლევს დიდ იმედს, რომ ქართული ჩაის ხელახლა დაბადება და მომავალი იქნება. ქართული ჩაი საუკეთესოთა შორის საუკეთესოა.

_რამდენი სახის ჩაის ამზადებთ და სთავაზობთ მომხმარებელს?

_ ჩვენ ვამზადებთ თეთრ ჩაის, მწვანე ჩაის, შავ ჩაის, სხვადასხვა სახის ფოთლებისგან _ერთფოთლიანი, ორფოთლიანი, სამფოთლიანი…ასევე ვამზადებთ მთის მოცვის _ ველური მოცვის ჩაის, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით.

_რომელი რეგიონები მონაწილეობენ ფესტივალში?

_აქ, ფესტივალის მონაწილეთა შორისაა, აჭარის, გურიის ,იმერეთის, სამეგრელოს, რაჭა-ქვემო სვანეთის რეგიონები. აქ გარდა ჩაისა, ჩურჩხელებისა, სასმელებისა, წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, ხელით ნაქსოვები, ფარდაგები, ქუდები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონს განსხვავებული აქვს.

_რა როლი აქვს „ბახვი ჰესს“ თქვენს საქმიანობაში?

_მე ამ კომპანიის საბჭოს წევრი ვარ და დიდი მათი წვლილი მეწარმეობის განვითარებაში. კერძოდ, ასოციაცია „ჩაის გზის“ შემთხვევაში გვერდით გვიდგას და გვეხმარება ჩვენი ნაწარმის პოპულარიზაციაში. ასევე გვეხმარება უცხო, დაინტერესებული კომპანიების და პირების გაცნობაში.  ასე, რომ დიდი ხელშეწყობა აქვს  თითოეულ მეწარმეს, რომლებიც „ჩაის გზის“პროექტში მონაწილეობს.

დავით თენიეშვილი გასულ  შაბათს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების _lag-ის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 82
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 80
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 79
    თემურ რევიშვილი „ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა და მისი მყარ საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს““სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
  • 77
    სევდიანი იუმორი და მოწოდება: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა წასაგებადაა განწირული“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან  რეალურ ყოფამდე თუ,  შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“  ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და  სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში  „იმერული რეკვიემი“, რომლის  ჩვენება,  გაიმართა  ოზურგეთის…