„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, საქართველოში, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, 1 კგ. უმაღლესი ხარისხის თხილის ფასი სავარაუდოდ 6-7 ლარი იქნება.

რაც შეეხება დაბალი ხარისხის თხილს, „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ 1 კგ. დაბალი ხარისხის თხილის ღირებულება 3-4 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მსოფლიო მასშტაბით თხილის ბაზრის 70-75% თურქეთიდან მარაგდება. შესაბამისად, ეს ქვეყანა თხილის ფასის განმსაზღვრელია. აღსანიშნავია, რომ თურქეთში წელს თხილის ნორმალურ მოსავალს ელიან.

გიორგი თოდუას თქმით, თურქეთი თხილის ფასს ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოაცხადებს და მერე უფრო დაზუსტებით გახდება ცნობილი, რა იქნება საქართველოში თხილის ღირებულება.

„ფერმერებს, რომლებმაც წამლობები ჩაატარეს და სავარაუდოდ კარგი მოსავალი აქვთ, ვურჩევთ, რაც შეიძლება სწრაფად აიღონ მოსავალი და მალე გააშრონ, რომ არ გაუფუჭდეთ. ვისაც ხარისხიანი მოსავალი აქვს, უმჯობესია, თხილი ახლა არ გაყიდონ. მინიმუმ უნდა დაელოდონ თურქეთის ფასს. ხარისხიანი თხილის სარეალიზაციოდ ყველაზე კარგი დრო აგვისტოს ბოლო, სექტემბრის პერიოდია.

აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, 1 კგ. პრემიუმ ხარისხის თხილის ფასი, კარგი გამოსავლიანობის შემთხვევაში, სავარაუდოდ 6-დან 7 ლარამდე იქნება. 

თუ თურქეთში თხილის საშუალო გამოსავლიანობა 50%-ია, ჩვენთან კარგი სეზონის პირობებში 40%-ს შეადგენს. ამიტომ განსხვავება თურქულსა და ქართულ ფას შორის დაახლოებით 1 – 1.5 ლარი იქნება“,_ ამბობს „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.

მისი განმარტებით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში 30%-ით გაზრდილია თხილის მოსავლიანობა და ხარისხიც ბევრად უკეთესია.

2022 წელს საქართველოში თხილის საერთო რაოდენობა 40 000 ტონამდე იყო და მისი უდიდესი ნაწილი, 80%, დაბალი ხარისხით გამოირჩეოდა.

გიორგი თოდუას განცხადებით, წელს ქვეყანაში მინიმუმ 50 000 ტონა თხილის აღებაა მოსალოდნელი და სექტორი ელის, რომ მოსავლის დაახლოებით 70% პრემიუმი, პირველი და მეორე ხარისხის თხილი იქნება.

საქართველოში თხილის აღება ახლა მიმდინარეობს. ჯერჯერობით მოსავლის მხოლოდ 10%-ია. დაბინავებული.

წყარო: ბიზნეს ფორმულა.

მსგავსი სტატიები

  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    „ადექით და პირდაპირ უთხარით ხალხს,რომ აჩეხონ თხილი!“„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, საქართველოში, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, 1 კგ. უმაღლესი ხარისხის თხილის ფასი სავარაუდოდ 6-7 ლარი იქნება. გიორგი თოდუას განცხადებით, წელს ქვეყანაში მინიმუმ 50 000 ტონა თხილის აღებაა მოსალოდნელი და სექტორი ელის, რომ მოსავლის დაახლოებით 70% პრემიუმი, პირველი და მეორე ხარისხის თხილი იქნება. წყარო…
  • 67
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 61
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გურულ ფერმერებთან შეხვედრა გამართაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიის რეგიონში იმყოფებოდა. სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე, თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, შეხვდნენ ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს. _„სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და…