ოთარ შამუგია გურიაში მეთხილე ფერმერებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში, ფერმერ ლევან კაპანაძის თხილის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც თხილის კრეფის პროცესს გაეცნენ და იმ ფერმერებს შეხვდნენ, რომლებმაც აგრობარათებზე დარიცხული ქულები მიზნობრივად გამოიყენეს.

ოთარ შამუგიას განცხადებით, თხილის ნაწილში ამოქმედებული პირველი მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა იმ პრაქტიკით მუშაობს, რაც ევროკავშირშია მიღებული. თითოეულ მცირე ფერმერს მიზნობრივად დავეხმარეთ, თხილის მოვლის კონკრეტული საშუალებებისთვის გავუწიეთ დახმარება. რაც შეეხება სხვა მიმართულებით მხარდაჭერას, სწორედ ჩვენი დაფინანსებით და ჩვენი პროგრამების მეშვეობით ათეულობით ახალი საშრობი, ახალი გადამამუშავებელი საწარმოა შექმნილი. სექტორი, ფაქტია, ვითარდება და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მინისტრმა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ თხილის მწარმოებელ ფერმერებს მოუწოდა მიზნობრივად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსებით და შესაძლებლობებით თხილის წარმოების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რათა ქონდეთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც კონკურენტული იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ფერმერების განცხადებით სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები მათ ყოველწლიურად უკეთესი მოსავლის მიღებაში ეხმარებათ, რაც მათი შემოსავლის გაზრდასა და კეთილდღეობას ნიშნავს.

ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, სახელწიფო პროგრამის თანახმად მეთხილე ფერმერებმა, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიანი დახმარება მიიღეს.

სახელმწიფო პროგრამით ჯამში, 90 ათასზე მეტი ფერმერი სარგებლობს. 44 000 ჰექტარზე მეტ თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებები ხორციელდება.

მსგავსი სტატიები

  • 78
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 66
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 64
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 63
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…