გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო აკეთში, თხილის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო და მეთხილე ფერმერებს შეხვდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ფერმერებმა, რომლებმაც მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლეს, გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი მოსავალი აქვთ.

_,,სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან ერთად დღეს სოფელ აკეთში შევხვდით თხილის მწარმოებელ ფერმერებს თხილის შემნახველ საწარმოში. აღნიშნულ საწარმოს აქვს შესაძლებლობა, შეინახოს 1000 ტონა პროდუქცია, რაც ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ უფრო მაღალ ფასში მოახდინონ შენახული პროდუქციის რეალიზება. საწარმოს ღირებულება მთლიანად შეადგენს, დაახლოებით, ერთ მილიონ ლარს, საიდანაც სახელმწიფოს დაფინანსება გახლავთ 40 პროცენტი, ეს საწარმო შეიქმნა შეაღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით. მინდა მოვუწოდო ჩვენს თხილის მწარმოებელ ფერმერებს, რომ მიზნობრივად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსებითა და შესაძლებლობებით თხილის წარმოების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რათა შემდგომში მივიღოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე“,_ განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.

შეხვედრას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი ფერმერები ესწრებოდნენ, რომლებმაც იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რასაც სახელმწიფო მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის ახორციელებს.

შეხვედრა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ თხილის შემნახველ საწარმოში გაიმართა, სადაც ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. კომპანია შპს „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ სოფლის განვითარების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 390,000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

ფერმერებთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი თოდუა ესწრებოდნენ.

დაფინანსებული ფართი

 

მსგავსი სტატიები

  • 57
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 56
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 49
    „ დღესდღეობით, სამეგრელოში, თხილის ფასი იწყება 3 ლარიდან და მერყეობს 5 ლარამდე“გურიის რეგიონში (ლანჩხუთი, ჩოხატაური) მეთხილე ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოსდ ესტუმრა და ზუგდიდში, თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეონათში“ სამუშაო პროცესს გაეცნო. გთავაზობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: „ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდში, თხილის საწარმოში…
  • 47
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 46
    ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებს თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამა გააცნოგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. _,,საქართველოს მთავრობის მიერ ინცირებული ახალი…