21 აგვისტოს ბათუმში დამთავრდა ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი „შავი ზღის დელფინი-2023“, რომელშიც 8,10, 12 და 20 წლამდე ასაკის ასზე ოდნავ მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული. სასკოლო არდადეგების პერიოდში წელს, მარტო ფოთსა ბათუმში 5-6 საერთაშორისო ფესტივალი, თუ ტურნირი გაიმართა,(მ,შ მსოფლიო ჩემპიონატიც) რომლებშიც მონაწილეთა რაოდენობა 300-500 მოჭადრაკეს ითვლიდა თითოეულში. ბათუმის ტურნირის შედარებით მოკრძალებული რიცხოვნობა ამჯერად, საზაფხულო-საჭადრაკო სეზონის დასასრულისა და აგვისტოს იშვიათად ცხელი ამინდებით იყო განპირობებული, აღნიშნული ფაქტორებით, მცირე იყო ტურნირზე გურიის წარმომადგენლობაც.სადავ მხოლოდ ოთხი ოზურგეთელი იყო მოჭადრაკე იყო ჩართული, ტურნირის მთელ პერიოდს დაემთხვა 40 გრადუსს მიახლოებული სიცხეები და ბუნებრივია ამ პირობებში, ბავშვების ყოველდღიურმა დამღლელმა მგზავრობამ ბათუმში, თავისებური ასახვა ჰპოვა შედეგებზეც. მართალია ჩვენებბა მედლის გარეშე დაამთავრეს ტურნირი, მაგრამ ძლიერი შემადგენლობის ტურნირში მაინც ღირსეულად გამოვიდნენ. აქ განსაკუთრებით გვინდა შევაქოთ 20 წლამდე ჭაბუკებისა და გოგონებში მოასპარეზე 16 წლის ანა მეგრელაძე (მწვრთნელი გ.გოგოლაური), რომელმაც სიცხეც აიტანა და თამაშის მაღალი დონეც აჩვენა. მას ბოლო ტურში ყაიმის ნაცვლად რომ მოეგო ჩემპიონი ხდებოდა, თუმცა 7 ტურში დაგროვილმა 4,5 ქულამ მას მესამე ადგილი, საერთაშორისო რეიტინგი +131,2 (!)ერთეულით გაუზარდა და უკვე ქვეყნის მასშტაბით გავლენიან მოჭადრაკედ გვევლინება.
აშკარად იმსახურებს შექებას 10 წლიანებში მოასპარეზე ლიხაურელი გიორგი სალუქვაძე (მწვრთნელი ნ.წიტაიშვილი), რომელმაც 4,5 ქულა დააგროვა და 0,5 ქულით ვერ მიწვდა მედალს. მან პრაქტიკულად წელს, პირველად მიიღო სატურნირო ნათლობა,როცა ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში, საკვირაო ტრენინგ-ტურნირში ჩაერთო. მაშინ ემოციებმა აიტანა და თითქმის ყველა პარტიის წაგებით ბოლო ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან სამი საკვირაო ტურნირი ზედიზედ მოიგო და დღეს მზარდი აღმავლობით, თანატოლებში მოჭადრაკე ავტორიტეტად იქცა.
ბათუმის ტურნირში თავისი თამაშით(კლასიკურ ჭადრაკში) უკმაყოფილებას ვერ მალავს ნათია ვასაძე,რომელმაც საშუალო შედეგით დაამთავრა ტურნირი, თუმცა უკმაყოფილების გარკვეული კომპენსაცია მაინ მოახერხა ბლიც ტურნირში. აქ საპრიზო ადგილს ერთი ქულა დააკლდა,თუმცა რეიტინგი R+19,2-ით მაინც გაიუმჯობესა.
ბაქარ მახარაძის მიერ დაგროვილი 2,5 ქულა დიდ მიღწევად არ მიიჩნევა, მაგრამ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ იგი პირველად მონაწილეობდა ესოდენ ძლიერი შემადგენლობის ტურნირში, ურიგო დასაწყისი ნამდვილად არაა.
სექტემბრიდან ადგილობრივ მოჭადრაკეებს მოუწევთ ძალების ერთმანეთთან მოსინჯვა მუნიციპალურ და რეგიონალურ ჩემპიონატებში.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე
მსგავსი სტატიები
- 88ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 85დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 76გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 75სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 741918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…