კურორტი ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათია. გამოირჩევა სილამაზითა და სამკურნალო თვისებებით. მდებარეობს ზღვის დონიდან 2050 მეტრ სიმაღლეზე.
ბახმაროში დამსვენებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კურორტზე განსაკუთრებულად აღინიშნება ფერისცვალების დღესასწაული. იმართება ტრადიციული დოღი, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ცხენოსნები იღებენ მონაწილეობას. ამ დღის აღსანიშნავად ბახმაროს ათიათასობით ვიზიტორი სტუმრობს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად ზრუნავს კურორტის განვითარებაზე. ყურადღება ექცევა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე, სისუფთავის დაცვას. მიმდინარეობს ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაემატა ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები, შესაბამისი სამსახურის მიერ დღეში ორჯერ ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და კურორტის დასუფთავება.
სამწუხაროდ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია კურორტის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, რაც ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა და მოახდინონ კურორტის და მუნიციპალიტეტის დისკრედიტაცია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და კურორტის ადმინისტრაცია, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციით, მაქსიმალურად ცდილობენ დროულად მოხდეს ადგილზე არსებული საჭიროებების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა, რათა ბახმაროში არსებობდეს კომფორტული დასვენებისთვის საჭირო პირობები.
აღნიშნულ ინფორმაცის ჩოხატაურის მუნიუციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სტატიები

  • 49
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 39
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 38
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 38
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 37
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…