ოზურგეთის ოფისი

                                                                                                                          

ბახვი ჰესი საქართველოში რეგისტრირებული  კომპანიაა, რომელიც ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტებს ახორციელებს. ის კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ, ევროპული და ამერიკული ინვესტიციების მეშვეობით ახდენს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებასა და მშენებლობას.

ბახვი ჰესის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და მართვაში. ბახვი ჰესი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით.

კომპანიის მენეჯმენტი დიდ ყურადღებას უთმობს ახალი თაობის ხელშეწყობას  და მათთვის  ისეთი სამუშაო პირობებისა და გარემოს შეთავაზებას, რომელიც განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული. ეს საკითხი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ოზურგეთის ოფისში, სადაც დასაქმებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ ინჟინრებთან, ენერგეტიკოსებთან, ფინანსისტებთან თუ გარემოსდამცველებთან  ერთად მუშაობით გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ უნიკალური გამოცდილება. თუმცა, ამასთანავე, თანამშრომლების მხრიდანაც მნიშვნელოვანია იმ პრინციპების და კრიტერიუმების გაზიარება და დაცვა, რომლებიც შესაბამისობაში მოდის ბახვი ჰესის ინვესტორებისა და მენეჯმენტის ორგანიზაციულ ხედვასა და დასაქმების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან. კომპანიამ შეიმუშავა დასაქმების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოზე განიხილება და დამტკიცდება. დასაქმების პოლიტიკის დოკუმენტის უმთავრესი პრინციპია შრომის უსაფრთხოების ყველა არსებული ზომის დაცვით, სარგებლის გაზიარება გურიის იმ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც პროექტის განხორციელების არეალის სიახლოვეში ცხოვრობს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის გაძლიერებასა და შესაბამისად,  გურიის რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ბახვი ჰესში ადგილობრივი მოსახლეობის შერჩევისა და დასაქმების პროცესი შემდეგი პრინციპებით იმართება: კომპეტენტურობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა, დისციპლინა და შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. განსაკუთრებულად მკაცრად კი, დისციპლინა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა კონტროლდება და ფასდება.

დაფინანსებული ფართი

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    ბახვი ჰესის წლის შემაჯამებელი ექსკურსია _ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელებმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს2023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა. მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს…
  • 92
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
  • 92
    ეკოლოგია, კლიმატი, განახლებადი ენერგიები და უსაფრთხოება  - ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა წელი2023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია,  ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და  საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…
  • 91
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 91
    ბახვი ჰესის ტრენინგ მოდული უფროსკლასელთათვის მთისპირსა და ჩხაკაურაში დაიწყო2022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ…