საბერძნეთში კლიმატური ფენომენის, “Daniel”-ის მიერ გამოწვეული შედეგები რთულად შეფასებადია, მდგომარეობა პირდაპირი გაგებით უკონტროლოა, რადგან არ არსებობს მექანიზმი, რომელიც შეაკავებს უზარმაზარი რაოდენობის წყალს. მხოლოდ რამდენიმე საათში ერთად მოვიდა იმდენი ნალექი, რამდენიც წესით 6 თვის მანძილზე მოდის ხოლმე.
მედია ავრცელებს კადრებს, თუ როგორი კატასტროფული მდგომარეობაა სხვადასხვა რეგიონებში, მანქანები წყალმა წაიღო, ფაქტობრივად, წაიღო ყველაფერი, რაც კი გზად დახვდა, რამდენიმე სახლიც წყლის არხში გადავარდა, ხოლო ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან, სრულიად დატბორილია.
სამწუხაროდ, არის ადამიანური მსხვერპლიც, ამ დრომდე სტიქიას შეეწირა 1 ადამიანი, ეძებენ 42 წლის მწყემსსაც. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული უამრავ ტერიტორიაზე, მათ შორის სკიათოზე, სადაც წყალმა ყველაფერი დატბორა. უკვე ცნობილია, თუ რა ხდება ვოლოსშიც, სადაც მთელი ქალაქი წყალშია.
წყარო: GEORGIANS. GR
მსგავსი სტატიები
- 44
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 43
კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
- 41https://www.youtube.com/watch?si=HFdW7K6POJ-ipkv6&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR0YySFWzw5ef020fvDMRPReFUvJAe6qbH-mrcstLDKygO3xEmzvYz0Skyc_aem_AWkbEnQdyPfADBQq_PWd_jkXl31477O5dkcb8F6ZHjwBqlqtx7DylwGHElWucqjDGnuhCQ68-UCJ6SufuYwxPJaV&v=dbh7IoXVGfA&feature=youtu.be დაფინანსებული ფართი
- 33
დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გურიის რეგიონალური გაზეთ „ალიონის“ არქივის ნაწილი გადაეცა. _ გაზეთ „ალიონის“ არქივის დიდი ნაწილი (1931 წლიდან ყოფილი „ლენინის დროშა,“ გაზეთი „გურია,“ ალიონი“) საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული,(ვგულისხმობთ გაზეთის თითო ეგზემპლარს“). 2013 წლიდან საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გაზეთ „ალიონს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შესაბამისად ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია ბოლო…
- 31
2023 წელს ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 87.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონი ლარით მეტია. აღნიშნულ მონაცემებს კომუნიკაციების კომისია ასაჯაროებს. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში,„მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას…