2023 წელს ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 87.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონი ლარით მეტია. აღნიშნულ მონაცემებს კომუნიკაციების კომისია ასაჯაროებს.

მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში,„მთავარ არხში“, „პოსტივიში“,  „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ შემდეგია:

2023 წელს „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიების ათეული, რომელთა გადახდილი თანხაც 500 ათას ლარს აღემატება, ასე გამოიყურება: „რუსთავის აზოტი“, „დიპლომატ ჯორჯია“, “პსპ ფარმა“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსი“, „Optimum Media Buying Limited”, „არქი პრომოუშენი“, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“, „ნესტლე საქართველო“ და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“

რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „დიპლომატ ჯორჯია“, „ავერსი-ფარმა“, „ნესტლე საქართველო“, „Optimum Media Buying Limited”, „ლაქტალის ჯორჯია“, „მაკდონალდსი“, „იმპელ დეველოპმენტი“ და „არქი პრომოუშენი“ მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.

მთავარი არხის“ დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „პსპ ფარმა“ და „დიპლომატ ჯორჯია“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „ავერსი-ფარმა“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“, „ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია“, „მაკდონალდსი“, „სელფი მობაილი“, „გორგია“ და „ვიმ ბილ დან საქართველო“ მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.

„პოსტვს“ დამკვეთ კომპანიებს რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კავეა“, „კავკასუს ავტო სერვისი“, „ფალავანი“ და „სტერეო+“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „გემრიელი“, „მალკო“ „არქი პრომოუშენი“, „ტიფლის ფაბ“, „ქართული რძის პროდუქტები“ და „დს ჯგუფი“ მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამკვეთ კომპანიებს რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „სი კორპორეიშენ 22“, „თეგეტა მოტორსი“, „თიბისი ბანკი“, „ორთაჭალა გეითი“, „ავერსი-ფარმა“ და „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ. რაც შეეხება „კავეასა“ და „ჩინური მედიცინის ცენტრს“, მათ მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ფასი 50 ათასიდან 100 ათას ლარამდე დიაპაზონში ხვდებოდა.

„ტელეკომპანია პირველის“ დამკვეთ კომპანიას, რომელიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდა, „პსპ ფარმა“ წარმოადგენდა. ხოლო კომპანიები „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „გალფი“, „კავეა“, „თიბისი ბანკი“, „სოფარმა“, „ნოვა“, „იმპექსფარმი“, „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“ და „თბილისი ცენტრალი“ მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.

მსგავსი სტატიები

  • 63
    მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტმა შესაბამის უწყებებს მიმართასამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
  • 63
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
  • 62
    „კოხტა ძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანებაკომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
  • 62
    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს.საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,…
  • 59
    გიორგი გაბუნია - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“ - სადამდეც შევძლებთ, ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვისზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით – აცხადებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე. გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქურდაძე სპეციალურად…

არ გამოტოვოთ