ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიისა და ნაცმოძრაობის დეპუტატები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.

თავდაპირველად სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 8 სექტემბერს, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ  სხდომის მონაწილეებს დღის წესრიგი გააცნო და სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში მომხდარ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გააკეთა  კომენტარი:

_ ჩვენ გვქონდა სკოლის ავარიულ მდგომარეობაზე ინფორმაცია და შესაბამისი უწყებებიც ჩავაყენეთ საქმის კურსში.ოქტომბერში გამოცხადდება ტენდერები, ვიწყებთ ზემო ნატანების სკოლის დემონტაჟს და ქვემო ნატანების სკოლის რეაბილიტაციას _ თქვა მან.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლა ნაციონალმა დეპუტატმა თათია ნიკოლიაშვილმა დააპირა, რომლის პირველი სიტყვები 8 სექტემბრის სტიქიით დაზარალებულებს შეეხებოდა.

ნიკოლაშვილს განცხადების გაკეთების საშუალება უმრავლესობის დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა არ მისცა. მან მაგიდიდან დღის წესრიგი აიღო, დახია და ნიკოლაშვილს სახეში მიაყარა. ქეთი ხომერიკს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილი და კიდევ რამდენიმე ქალი დეპუტატი მიეშველა და ნიკოლაშვილმა განცხადების დასრულება ვერ შეძლო.

_„ვინ მოგცათ ლაპარაკის უფლება, რეგლამენტს რატომ არ იცავთ,“„უსირცხვილოვ,“„სისხლისმსმელებო“_ასე მიმართავდნენ ნაცმოძრაობის წევრებს მმართველი პარტიის დეპუტატები.

ოპოზიციიდან კამათში დავით მჟავანაძე, ბესო ქათამაძე, თორნიკე გოგუაძე ჩაერთვნენ.

დარბაზში იმდენად დაძაბული მდგომარეობა იყო, საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა შეწყვიტა და ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა.

შესვენებაზე პოზიცია-ოპოზიციამ ცენტრალური ტელევიზიების კამერების წინ გაცვალეს კომენტარები.

სხდომის განახლების შემდეგ ნაცმოძრაობის დეპუტატები დარბაზში არ დაბრუნებულან. ისინი აცხადებდნენ, რომ პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი.

მსგავსი სტატიები

  • 68
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 59
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 58
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 54
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 54
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…