ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე, მეხანძრე – მაშველებს, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა და უწყებების კოორდინირებული საქმიანობის შედეგებზე ისაუბრა.

_ „ამ რთულ დღეებში, გმირობის მაგალითი აჩვენეს მეხანძრე-მაშველებმა და მინდა მთელს შემადგენლობას მადლობა გადავუხადო ამისათვის. ეფექტურად იმუშავეს პოლიციამ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მისმა კონტრაქტორმა სამშენებლო კომპანიებმა. დიდი სამუშაო გასწიეს გეოლოგებმა, რომელთაც ასეულობით სახლი და ლოკაცია შეამოწმეს. მნიშვნელოვანი იყო სწრაფი, 24 საათიანი კოორდინაცია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ უზრუნველყო. პროცესში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში. ამ სამსახურების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სტიქიასთან გამკლავება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს – ყველა სამსახურს, ვინც ჩართული იყო და 24 საათის განმავლობაში მუშაობდა სტიქიის დროს ადამიანების დასახმარებლად. თქვენი შრომა და თავდადება აღსანიშნავია და მადლობას გიხდით ამისათვის,“– განაცხადა ოზურგეთის მერმა.

მისი თქმით სტიქიამ დიდი ტკივილი და ზარალი მიაყენა გურიას, თუმცა განსაცდელმა ყველანი გააერთიანა.

_ „ მჯერა ერთად აღვადგენთ დანგრეულს და იმ ოჯახებს, რომელთაც ძვირფასი ადამიანები დაკარგეს, რომელთაც საცხოვრისი დაკარგეს, ერთად ვანუგეშებთ და დავეხმარებით ნორმალური პირობების შექმნაში. ვრჩებით ხაზზე ჩვენს თანამოქალაქეებთან და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ არსებული პრობლემები გონივრულ ვადებში გადავჭრათ,“- აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.

მსგავსი სტატიები

  • 92
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 83
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 83
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 81
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…