ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2016 წელს დაიწყო გომისმთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ნდს მშენებლობა“ (დირექტორი ზურაბ გუგეშაშვილი) აწარმოებდა. ეს უნიკალური პროექტი ზღვის დონიდან 2200-2500 მეტრს სიმაღლეზე განხორციელდა. პროექტის ჯამური ღირებულება 840 000 ლარს შეადგენა., საიდანაც „ნდს მშენებლობამ“ 550 000 ლარის სამუშაოები შეასრულა.
აიგო 300 კუბური მეტრი მოცულობის წყალ მიმღები რეზერვუარი.აქვე აშენდა საქლორეტარო, რომელიც კურორტის დასვენებლების გაფილტრული სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. ობიექტი შემოიღობა.
პროექტის მიხედვით, წყალსადენის სათავე, კურორტიდან 7,3 კილომეტრის დაშორებით „ჭინჭაოს“ ტბის მიდამოებში მოეწყო აიგო სპეციალური წყალშემკრები #1, #2 ნაგებობა. აღნიშნული ნაგებობებიდან 89-მმ-იანი მეტალის მილებით წყალს წყალშემკრები რეზერვუარი იღებს.
მართლაც კარგი პროექტი გაკეთდა, მაგრამ შემდეგ შეყოვნდა დაქსელვის სამუშაოები, შემდეგ გომისმთაზე უკანონო მშენებლობის ბუმი გაჩაღდა და ასეულობით სახლი დაიდგა.
დღეის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ათეულობით სააგარაკო სახლის საძირკველია აღებული, შეჩერებულია არაერთი მშენებლობა.
მშენებლობის ბუმმა კურორტზე დამსვენებელთა რაოდენობა გაზარდა და 7 წლის წინ აგებული 300 კუბური მეტრის რეზერვუარი სეზონზე ვერ უზრუნველყოფს დამსვენებელთა მოთხოვნებს. სამწუხაროდ, უყურადღებობის გამო წყალსადენის ეზოს გარშემო მოხსნილია მავთულბადე და საქლორატოროს შენობაც დაზიანებულია.
გაზეთი „ალიონი“ დაბა გომისმთის მცხოვრებს მერაბ სანიკიძეს ესაუბრა:
_ წყალსადენს არაფერი სჭირს, მოსახლეობა გასამმაგდა. წყლის რაოდენობა აღარ ყოფნის აგვისტოში. ღობე იყო ლითონის ბადე, რაც ჯერ თოვლმა დააზიანა, მერე კი საქონელმა. ადამიანებმაც არ დააკლეს ხელი. იმათ, ვისაც აქ სახლები უდგათ ორი წლის წინ დავიწყეთ და ერთობლივი ძალებით ორი წყაროდან გამოვიყვანეთ დამატებითი ქსელი.
განაშენიანების გეგმა როცა დასრულდება, მერე დაბას რწმუნებული ეყოლება. ახლა ხელისუფლებას პოლიცია და ზედამხედველობის სამსახურის მუშაკები წარმოადგენენ _ გვითხრა მან.
გაზეთი „ალიონი“, 5 სექტემბერი, 2023 წ. #19
მსგავსი სტატიები
- 42კურორტ გომისმთაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულეს. მათ ასეულობით სააგარაკო სახლის და ნაწილობრივ სააგარაკე ნაკვეთების აზომვითი ნახაზები შეადგინეს. თუ როგორც ჩაიარა სამუშაოებმა, ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენელმა, გომისმთის ჯგუფის უფროსმა გოჩა გვანცელაძემ მოგვცა მოკლე კომენტარი: _ ჩვენი სპეციალისტები აქ თითქმის სამი კვირაა მუშაობდნენ. მე მათ 9 დღის…
- 38ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 37დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 31სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 31"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…