„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც 2 დღის წინ ეჭვი შეიტანა შოვის სტიქიას გადარჩენილი ადამიანების მონაყოლში, დღეს აცხადებს, რომ თავის განცხადებას ნანობს.

მმართველი პარტიის ლიდერმა ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, რაჭაში ყოფნისას განაცხადა. როგორც კობახიძე ამბობს, ის პირადად შეხვდა შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს, რომელიც კობახიძის განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.

„ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან და შემდეგ შევხვდი. პირველ რიგში მინდა ჩემი ადამიანური შთაბეჭდილება გაგიზიაროთ – დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა. წარმოუდგენელი, საოცარი ისტორიაა. რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს თავის პატარა დისშვილთან ერთად გამოვლილი. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, დათო ჯელაძესთან კითხვები აღარ აქვს, რადგან მასთან შეხვედრისას სტქიისგან გადარჩენის ისტორია პირადად მოისმინა.

„რაც შეეხება შეკითხვებს, მინდა განვმარტო, რომ იყო ბრიფინგი და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე მაშინ. ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში ყალბი ფოტოები და მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული, აქედან გამომდინარე კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ იყო დადებული და დეტალურად მომიყვა მან მე ისტორია, თუ რა გადახდა.

მე მინდა სინანული გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. თუმცა ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მანაც განმარტა მისი ისტორია და მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა და გადარჩა მისი ოჯახი. ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


14 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა რომ ეეჭვება, ნამდვილად გაიარეს თუ არა დავით ჯელაძემ და მისმა 6 წლის დისშვილმა ის მანძილი ღვარცოფში, რომელიც ფოტოზეა მოცემული. მისი შეფასებით, ამ ტერიტორიაზე გადასვლა „პრაქტიკულად წარმოუდგენელია“ და „ეს ყველაფერი გადასამოწმებელია“.

გარდა ამისა, მან „წარმოუდგენელი ტყუილი“ უწოდა გადარჩენილების მონათხრობს, რომ „ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის ებრძოდა ღვარცოფს“.

ირაკლი კობახიძის 14 აგვისტოს ბრიფინგს მალევე მოჰყვა„ოცნების“ სხვა წევრთა მსგავსი შინაარსის განცხადებები, რასაც ასევე იმეორებდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანებიც.

ჯელაძეების ოჯახი ღვარცოფის მოვარდნისას შოვში იმყოფებოდნენ. დავით ჯელაძე იხსენებს, რომ უკვე სახლში დაბრუნებისას, შოვში, მინერალურ წყლებთან გაჩერდნენ, რა დროსაც ხიდზე მყოფმა ოჯახის სხვა წევრმა ღვარცოფული მასა დაინახა და დანარჩენებს დაუძახა, ჩქარა წამოსულიყვნენ. ისინი ხიდზე ავიდნენ, თუმცა ღვარცოფმა იქამდეც მიაღწია და, როგორც დავით ჯელაძე ამბობს, „ყველა მხრიდან მეწყერში აღმოჩნდნენ“. საბოლოოდ მან გადაწყვიტა, 6 წლის დისშვილთან ერთად ღვარცოფული მასის მეორე მხარეს გადასულიყო, რადგან დაინახა, რომ სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ნაწილი არ ჰქონდა დაფარული ღვარცოფს და იქ ხალხიც დადიოდა. დავით ჯელაძის მონათხრობის თანახმად, აღნიშნული ტერიტორიის გავლას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა.

წყარო: ნეტგაზეთი

მსგავსი სტატიები

  • 58
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 56
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 55
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 54
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 52
    ირაკლი ღარიბაშვილი _ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს; გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ; დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…