საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექსპერტი პიერ ბიდერმანი ბახვი ჰესის პროექტებზე
ფრანგი საერთაშორისო ექსპერტი, პიერ ბიდერმანი გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების ექსპერტია 25 წლიანი გამოცდილებით. ის EBRD-ის „ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გზამკვლევის“ თანაავტორი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის „Alfage“ დამფუძნებელი და მთავარი მკვლევარია. პიერ ბიდერმანი უშუალოდ იყო ავტორი ბახვი ჰესის კუმულაციური ზემოქმედების და მიკრო და მაკროკლიმატთან დაკავშირებული კვლევების. მას ეკუთვნის ბახვი ჰესისათვის მომზადებული სამოქმედო გეგმაც, რომელიც რიგ შემთხევვებში გარემოზე ზეგავლენის თავიდან აცილებას, რიგ შემთხვევებში კი შემარბილებელი პროექტების განხორციელბას ავალებს კომპანიას.
გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც ექსპერტი საუბრობს კვლევებზე და მის შედეგებზე. რას ნიშნავს კუმულაციური ზემოქმედება, რატომ არ და ვერ მოახდენს ზეგავლენას ბახმაროს კლიმატზე ბახვი ჰესის პროექტი და რა სარგებელი მოაქვს ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ემისიების შემცირების თვალსაზრისით. ვიდეო ინტერვიუს განმეორებით გთავაზობთ, პროექტისადმი მაღალი ინტერესის გამო.
https://www.youtube.com/watch?v=1HjW4Vo9T_A
აქვე გთავაზობთ ინტერვიუს ბეჭდურ ვერსიას:
_ როგორი იყო კუმულაციური კვლევის შედეგები ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის?
_ ჩვენ ჩავატარეთ კუმულაციური ზემოქმედების კვლევა მდინარე ბახვისწყლის ხეობაში როგორც ბახვი 1, ასევე, ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის. კვლევის მიზანი იყო გვენახა, თუ რა დამატებითი ზეგავლენა შეიძლებოდა გამოეწვია მოცემულ პროექტებს სხვა მიმდინარე ან დაგეგმილ ინიციატივებთან მიმართებაში. კვლევის შედეგად დადგინა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ასპექტი იქნება სხვადასხვა პროექტს შორის კოორდინაცია. თუ, კოორდინაციით, შეთანხმებული პოლიტიკით და ერთიანი სტანდარტით მოხდა გარემოსდაცვითი საკითხების მართვა, მაშინ შესაძლო ზეგავლენა მინიმუმამდე შემცირდება.
შესაძლებელია ერთ მდინარეზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის განთავსება?
ერთ მდინარეზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის განთავსება მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში, თუმცა, უმნიშვნელოვანესია მათ იმუშაონ კოორდინირებულად. თითოეული პროექტის მიზანი უნდა იყოს წყლის ბიომრავალფეროვნების და მდინარის სწორი მართვა, იმისათვის, რათა
კუმულაციური ზემოქმედება მდინარეზე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მდინარე ბახვისწყლის შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ერთი სახეობის თევზი, ნაკადულის კალმახი ბინადრობს. სწორედ კალმახისათვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება იქნება მოცემული პროექტების უმთავრესი საზრუნავი. თუკი, ბახვი 1 , ბახვი 2 და ბახვი 3 ერთიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკით იქნება მართული, ერთიანი სტანდარტები გატარდება და ერთი კომპანია აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას, გაცილებით მარტივი და ეფექტიანი იქნება ბიომრავალფეროვნების დაცვა და გაფრთხილება. რაც გამოიხატება შეთანხმებული შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით.
_ გთხოვთ, მოგვიყვეთ თევზსავალსა და მისი მუშაობის პრინციპზე
_ სამ ჰიდროელექტროსადგურს სამი თევზსავალი უნდა ჰქონდეს, მთავარია, ის, რომ თითოეულმა იმუშაოს გამართულად და სამივე სათავე ნაგებობაზე მოხდეს თევზის გატარება. თუკი, ერთი მონაკვეთი გაიჭედება, მაგალითად, არ მოხდება საკმარისი წყლის გატარება, მდინარე ჩაიხერგება ლოდებით ან ხეებით, მაშინ აზრს
კარგავს დანარჩენი ორის გამართულად მუშაობა. ამ შემთხვევაში, მოცემული საკითხი უკვე პრობლემად იქცევა, რომელიც აისახება ბიომრავალფეროვნებაზე. ამიტომაა საჭირო კოორდინაცია, ერთიანი პოლიტიკა და მართვის სტანდარტი. სწორედ ამიტომ მუშაობენ ჰიდროელექტროსადგურებზე გარემოს დაცვის მენეჯერები, მათი პირდაპირი მოვალეობაა სტანდარტების დაცვა და თევზსავალის მუშაობის მონიტორინგი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მდინარის კალაპოტის მართვა, საკმარისი წყლის ხარჯის გატარება. სწორედ, ამ პრინციპების დაცვა უზრუნველყოფს წყლის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
_ როგორი იქნება თქვენი ჩართულობა მიმდინარე პროექტებში სამომავლოდ?
_ მე ჩართული ვიყავი ბახვი 3-ის პროექტის გარემოსდაცვითი გეგმის შემუშავებაში და ასევე, აქტიურად ვარ და ვიქნები ჩართული ბახვი 1 და 2-ის პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებების ჩამოყალიბებაში რათა, უზრუნველვყოთ IFC და EIB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დაცვა და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე, დიდ ყურადღებას დავუთმობ იმას, რომ ბახვისწყალზე არსებული ყველა პროექტი იყენებდეს ერთობლივ მიდგომას გარემოსდაცვითი საკითხების მართვაში.
_ ჰიდროელექტროსადგური, როგორც სათბურის გაზების შემცირების მექანიზმი
_ მცირე ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია მწვანე ენერგიის წყაროა, რადგან ის არ აფრქვევს საზიანო, ეგრედწოდებულ, სათბურ აირებს ატმოსფეროში, რაც, კლიმატის ცვლილებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება, არის სათბური აირების გამოყოფის შემცირების ერთ-ერთი გზა. ჩვენ გავაკეთეთ კალკულაცია და გამოვიანგარიშეთ, თუ რა იქნებოდა ნახშირორჟანგის გაფრქვევის მაჩვენებელი, თუკი ჰიდროელექტროსადგურის ნაცვლად იგივე ზომის თბოელექტროსადგურით მივიღებდით ელექტროენერგიას.
ბახვი 1-ის შემთხვევაში, გარემოში 18 ათას ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევის აცილება ხდება წელიწადში.
რაც, 8 ათასი ტონა ბენზინის მოხმარებისას გამოყოფილ ნახშირორჟანგის რაოდენობას უტოლდება.
ბახვი 2-ის შემთხევაში, კი უფრო მეტის, 55 ათასი ტონა სათბური აირების გაფრქვევის აცილება ხდება. ეს კი 24 ათასი ტონა ბენზინის მოხმარებისას გამოყოფილი ემისიების რაოდენობას უტოლდება.
სწორედ, ეს არის სარგებელი მცირე ჰიდროელექტროსადგურისა. ის არ იწვევს მავნე სათბური აირების გაფრქვევას და შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში.
ვფიქრობ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ბევრი დადებითი აქვს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის პარიზის საერთაშორისო შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც 150 ზე მეტი ქვეყანა შეთანხმდა, ეტაპობრივად გადავიდეს განახლებადი ენერგიების წარმოებაზე რაც, ავტომატურად გულისხმობს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის კვალის შემცირებას და ამით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვას. ასევე, განახლებადი წყაროების სიმრავლე თავისთავად გულისხმობს, საქართველოს დამოკიდებულების შემცირებას მეზობელ ქვეყნებზე, ელექტროენერგიის იმპორტის კონტექსტში.
მსგავსი სტატიები
- 100ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დამოუკიდებელ, საერთაშორისო ექსპერტთან, პიერ ბიდერმანთან https://www.youtube.com/watch?v=ffbpXbYBSCY ბახვი ჰესის პროექტის, კერძოდ მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის კუმულაციური კვლევის შედეგებზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის თანაარსებობაზე, თევზსავალზე და მისი მუშაობის პრინციპზე, მის, როგორც საერთაშორისო, დამოუკიდებელი, ექსპერტის პროექტში ჩართულობასა და ჰიდროელექტროსადგურზე, როგორც სათბური გაზების შემცირების …
- 912023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა. მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს…
- 91ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
- 902023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია, ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…
- 902022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ…