შარშან, შემოდგომაზე, ქალთა ფონდის მიერ გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა მიიღო მომაწილეობა.

ამ საინიცატივო ჯგუფის წევრებია: მარიკა ანდღულაძე, ანა სადრაძე, ქეთი ჭყონია.

პროექტი ეხებოდა გენდერულ თანასწორობას და ბავშვთა ქცევის თავისებურებებს.აღნიშნული პროექტისგანხორციელება  დავგეგმეთ დაბა ლაითურის #1, #2, დაბა ნარუჯის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებთან და აღმზრდელებათან.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები „გენდერული თანასწორობა“ და „ბავშვთა ქცევის თავისებურებები,“რომლებიც ჩაატარეს მოწვეულმა ტრენერებმა.

ჩატარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობები, შეხვედრები მშობლებთან, რომლებიც გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს, უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას, გეგმავდნენ სამომავლო შეხვედრებს.

პროექტის ფარგლებში სამიზნე საბავშვო ბაღებს და აღსაზრდელებს გადაეცათ საგანმანათლებლო ლიტერატურა, საკანცელარიო ნივთები, სპორტული ინვენტარი, სათამაშოები.

მოეწყო ბავშვებისათვის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება.

ასეთ  პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის იყო ახალი გამოწვევა, მაგრამ მთავარი შედეგია: ბედნიერი და გახარებული პატარები, კმაყოფილი საბავშვო ბაღები და პატარებზე არანაკლებ ბედნიერი მშობლები.მათმა უკუკავშირმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო.

მადლობა ქალთა ფონდს, რომ მოგვცა შესაძლებლობა გაგვეკეთებინა კეთილი საქმე. მოხარული ვიქნებით, შემდგომი თანამშრომლობისათვის.

მადლობა მოწვეულ ტრენერებს: ავთო თავდიშვილს,თინათინ ჯავახიშვილს, რომელთა ტრენინგები ძალიან საინტერესო იყო ყველასათვის.

დიდი მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრს და მის ხელმძღვანელს ლაშა კუტალაძეს თანამშრომლობისთვის.

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 76
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 62
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 61
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 60
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…