2023 წლის 25 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებული კოდევ ერთი სემინარი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სკოლას ადგილობრივი მეწარმე, ქრისტინე გურიელიძე ეწვია. ქრისტინე გურიელიძე ერთ-ერთი პირველია, ვინც ბახმაროში ბიზნესის დაწყებას ხელმძღვანელობდა და მიზანსაც წარმატებით მიაღწია. ის powderproject-ის მენეჯერია. პროექტი საერთაშორისო, თუ ადგილობრივ ტურისტებს ბახმაროს გაუკვალავ თოვლში  სრიალის მომსახურებას სთავაზობს. ქრისტინე გურიელიძე უკვე 4 წელია ბახმაროში ამ ტურისტულ ბიზნესს წარმატებით მართავს.

სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს. მათ შორის, რა გამოწვევები ახლავს თან რეგიონში ბიზნესის დაწყებას, რა არის მათი დაძლევის გზები და რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად. ამასთან, საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ტურიზმი, როგორც პრიორიტეტული სექტორი გურიაში; ვიზიტორების მოზიდვის ხერხები; დასაქმების შესაძლებლობები და სხვა.

„ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით წამოვედი. ბავშვები ძალიან ჩართულები იყვნენ ლექციის მიმდინარეობაში, დასვეს ბევრი შეკითხვა თემის ირგვლივ და ბევრი მათგანი დაინტერესდა სათავგადასავლო ტურიზმით. არ ველოდი, თუ ასეთი დაინტერესება და ჩართულობა იქნებოდა“,- განაცხადა powderProject-ის მენეჯერმა, ქრისტინე გურიელიძემ.

სემინარი მთისპირის სკოლის უფროსკლასელებისთვის, კერძოდ,  8,9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად რეგიონში ბიზნესის დაწყების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და მოტივაციის გაზრდას ისახავდა.

ქრისტინე გურიელიძე ამავდროულად, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს წევრია, საბჭოს დაარსების დღიდან. ტრენინგებისა და სემინარების პროექტი, რომელიც ბახვი ჰესის ორგანიზებით ხორციელდება მთისპირისა და ჩხაკაუარას საჯარო სკოლებში, კომპანიის სოციალური პროგრამის ნაწილია და ის, კომპანიის სოციალური პროექტების განხორციელებაში, მრჩეველთა საბჭოს წევრების ჩართულობას ემსახურება.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 81
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 79
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
  • 76
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2023 წლის 25სექტემბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიისმიერ დაარსებულგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის მეოთხეშეხვედრა გაიმართა.მრჩეველთა საბჭოს წევრებს ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ  სოციალური პროგრამის განვითარებისშესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, საბჭოს წევრებმა მოისმინეს ტყის განაშენიანების გეგმის მომზადების პროგრესი, ბახვი 2 ჰესის წინასამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადგილობრივი…
  • 72
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 71
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…