ორი დღის წინ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს ქართული თეატრის და კინოს ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახლხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი თენგიზ არჩვაძე.
მისი სასცენო მოღვაწობის ძირითადი პერიოდი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს უკავშირდება, სადაც მან ათეულობით როლი შეასრულა. თუმცა მაყურებელი მას მაინც ქართულ კინოში შესრულებული შესანიშნავი როლებით იცნობს, საიდანაც გამოვყოფდით შემდეგ როლებს: თამაზი („კეთილი ადამიანები“), გუგუა („ხევისბერი გოჩა“), იმედა („ხევსურული ბალადა“), ალუდა („ვედრება“), გიორგი („ჯვარცმული კუნძული“), კონსტანტინე არსაკიძე („დიდოსტატის მარჯვენა“), ვახტანგი („შეხვედრა მთაში“), დათიკო („მე ვხედავ მზეს“), მუშნი ზარანდია („დათა თუთაშხია“) და ათეულობით სხვა როლი.
ქ. ოზურგეთში 1938 წელს გაიხსნა კინოთეატრი, რომელიც ქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
ოზურგეთის რაიონის კინოფიკაციის განყოფილებას გასული საუკუნის 70-იან, 80-იან წლებში ძალიან ერუდირებული ადამიანი გივი მჟავანაძე ხელმძღვანელობდა. მის გვერდით იდგნენ ოზურგეთის კინოთეატრის დირექცია (ელგუჯა ბურჭულაძე, აკაკი კახიანი). გვახსოვს მათ მიერ ორგანიზებული ლამაზი შეხვედრა იპოლიტე ხვიჩიასთან და ცნობილი მსახიობის მიერ შესრულებული „მთვრალი იპოლიტე ოზურგეთის ქუჩებში“.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ოზურგეთის კინოთეატრში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ფილმის „დათა თუთაშხიას“ ჩვენება, რომლის საღამოს სეანსის (9 საათზე) შემდეგ მისი ჩვენება საზაფხულო კინოთეატრის სცენაზე იწყებოდა…
გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში ოზურგეთის თენგიზ არჩვაძე ეწვია. ეს იყო ოზურგეთის კინოთეატრის სცენაზე გამართული ძალიან ლამაზი შეხვედრა.
შეხვედრის შემდეგ გაზეთ „ალიონის“ ფოტოკორესპონდენტმა კინოთეატრის წინ სამახსოვრო სურათი გადაიღო, სადაც აღბეჭდილნი არიან (მარჯვნიდან): ოზურგეთის კინოთეატრის დირექტორი ელგუჯა ბურჭულაძე, ქ. ოზურგეთის ვიცე-მერი თენგიზ კუნჭულია, ჭანიეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე კოკი სურგულაძე, ოზურგეთის კინოფიკაციის განყოფილების უფროსი გივი მჟავანაძე, გაზეთ „ალიონის“ ჟურნალისტი ნუგზარ ასათიანი… თენგიზ არჩვაძე ამ ფოტოში „სოვეტსკი კრასნი კრესტის“(გამოდიოდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ ენებზე და მსოფლიოს 125 ქვეყანაში ვრცელდებოდა) რედაქტორ იური მარტინოვთან და წითელი ჯვრის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ეთერ კიღურაძესთან ერთად დგას.
ფოტოზე ასევე არიან როლანდ თავაძე (რაიკომის განყოფილების გამგე), საკავშირო წითელი ჯვრის წარმომადგენელი ქალბატონი და სოფელ ნატანების ადგილობრივ რადიოგადაცემათა რედაქტორი შალვა ნიკოლაიშვილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…