ეგვიპტეში,მსოფლიო საჭადრაკო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ლაზარე ჩხარტიშვილს პრაქტიკულად არ დაუსვენია და 6-10 ნოემბერს, ქუთაისში, მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური მნიშვნელობის საჭადრაკო ტურნირში _„მაია ჩიბურდანიძის თასი _2023“. შეჯიბრში 8,10, და 12 წლამდე ასაკის 150-ზე მეტი რჩეული მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ლაზარემ ამჯერადაც გაახარა გულშემატკივრები და განაგრძობს ქვეყნის საჭადრაკო ცხოვრებაში გურიის რეგიონის ღირსეულ წარმოჩენას. გათამაშებულ 7 ტურში მან 6,5 ქულით (!!!) დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი, რეიტინგიც მოიმატა და ჩემპიონის ჩინ-მედლებთან ერთად, ფულადი პრიზიც დაიმსახურა.

ლაზარეს სპორტული წელი ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა მისი დღევანდელი შედეგი  ერთი სპორტსმენის პირობაზე საკმაოდ ბევრი და შთამბეჭდავია. წარმატებები ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე, საქართველოს პირველი და უმაღლესი ლიგის პირველობებზე, სამჯერ მოიგო რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირი და ა.შ.

წლის ბოლომდე ლაზარე, კიდევ 3-4 შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას, მ.შ. (დიდებში) ოზურგეთის მუნიციპალურ და გურიის რეგიონალურ ჩემპიონატებში, რომლებიც მუდამ დიდ ინტერესს იწვევს ადგილობრივ წადრაკის მოყვარულებში.

ზურაბ ანდღულაძე,

გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 89
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 89
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 88
    გურიის 26-ე საჭადრაკო ჩემპიონატის წინგურიის საჭადრაკო ჩემპიონატი, რეგიონში ერთერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა და ზოგადად ფართო საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. იგი, 1995 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოჭადრაკეები ღებულობს მონაწილეობას. დღემდე ჩატარებული 25 ჩემპიონატიდან, 18-ს ოზურგეთმა უმანსპიძლა, 6-ს ლანჩხუთმა და ერთს ჩოხატაურმა.…
  • 88
    გურიის 2022 წლის ჩემპიონი ჭადრაკში გიორგი გოგოლაური გახდაგურიის 27-ე ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ხუთ დღეს მიმდინარეობდა, გიორგი გოგოლაურის გამარჯვებით დამთავრდა.. ვინც თვალს ადევნებდა ამ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებას, ერთხმად აღნიშნავენ,რომ იგი რეგიონის ძლიერ მოჭადრაკეთა წარმომადგენლობითი თვალსაზრისით ერთერთი საუკეთესო იყო. მართლაც მასში მონაწილე 16 მოჭადრაკედან ათს , ისე შეეძლო გამხდარიყო ჩემპიონი, რომ ფაქტს შემთხვევითობას, ან იღბალს…