აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც გამჭვირვალობა და მოსახლეობის წინაშე ანგარიშგება ბახვი ჰესის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება. ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი განმარტავს, წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალ დონეზე აღსრულებაა.
- ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ განვლილ 2023 წელს და რა არის კომპანიის 2024 წლის გეგმები, მიზნები?
- პირველ რიგში, მინდა ჩემს საყვარელ გურულებს ახალი წელი მივულოცო. ყველა თქვენგანს გისურვებთ, რომ 2024 წელი იყოს სიმშვიდისა და წარმატების მომტანი. რაც შეეხება ბახვი ჰესს, ის 2021 წლიდან აქტიურად ვითარდება. სამი წლის განმავლობაში ჩვენ თავდაუზოგავად ვიშრომეთ და დღეს უკვე მნიშვნელოვან შედეგებზეც შეგვიძლია საუბარი. აქტიურად და მაღალ დონეზე, გარემოსდაცვითი სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობდა წინასამშენებლო, მოსამზადებელი სამუშაოები ახლა კი, წარმატებით დავიწყეთ მშენებლობის პროცესიც. ამის ნათელი დასტურია 2023 წელს სამშენებლო პერიმეტრზე გამართული მედია ტური, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივმა ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახეს კომპანიის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. დარწმუნებულები ვართ, ადგილობრივი მოსახლეობის გვერდში დგომით ამ ეტაპზეც ისეთივე სიამაყით ვისაუბრებთ, როგორი სიამაყითაც ამ 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე ვსაუბრობთ. დიახ, უკან რომ ვიხედებით ვამაყობთ, როგორც თავად ბახვი ჰესის პროექტით, ასევე იმ სოციალური პროგრამებით, რომლის მთავარი მიზანი სამუშაოების განხორციელების არეალში მცხოვრები ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა
- სოციალური პროექტები ახსენეთ, რამდენად ნაყოფიერი იყო მათი განხორციელების თვალსაზრისით 2023 წელი?
- 2023 წელი სოციალური პროგრამების აღსრულების თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იყო. თითქმის, არ დარჩა არცერთი მიმართულება, რომელშიც ბახვი ჰესი ჩართული არ იყო. იქნებოდა ეს სოფლად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა, ტურიზმის წახალისება, თუ სხვა. მაგალითისთვის, უკვე თითქმის დასრულდა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო პროექტი, კერძოდ ვანისქედში წყლის სისტემის მოწესრიგება, რის მეშვეობითაც სოფელში მცხოვრებ 47 ოჯახს წყალზე წვდომა 24 საათიან რეჟიმში ექნება. ალბათ, ვიღაცისთვის წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანებს წყალზე წვდომა არ აქვთ, თუმცა ეს ნამდვილად იყო ვანისქედში არსებული რეალობა და ჩვენ ეს რეალობა წარსულს ჩავაბარეთ.
საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული წელი გვქონდა, ჩვენი სოციალური პროგრამის განათლების კომპონენტის მიმართულებითაც. თითქმის ყოველი თვის განმავლობაში მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის არაერთ აქტივობას ვგეგმავდით, სპეციალურად მოწვეული სტუმრები ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. ძალიან კარგად მახსენდება დედამიწის დღესთან დაკავშირებული კონკურსი, სადაც 81 მონაწილიდან 19 გამარჯვებული გამოვავლინეთ და საჩუქრად ბიბლუსის ვაუჩერები გადავეცით.
კვლავ ვაგრძელებთ შშმ პირების დახმარების პროგრამას, რადგან უმნიშვნელოვანესია, რომ ის სარგებელი, რომელიც რეგიონისთვის ბახვი ჰესს მოაქვს, თანაბრად იყოს გადანაწილებული საზოგადოების თითოეულ წევრზე.
- თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ბახვი ჰესისთვის გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალ დონეზე შესრულება ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. რა გამოწვევები და მიღწევები გქონდათ ამ მიმართულებით 2023 წელს?
- დიახ, ნამდვილად ასეა. გვჯერა, რომ ვერცერთი პროექტი ვერ გამოვა წარმატებული გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების მაღალ დონეზე შესრულების გარეშე და გვიხარია, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით არამარტო რეგიონში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწინავეები ვართ. ჩვენი თითოეული პროექტი ესადაგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების კონკრეტულ მიზნებს, როგორიცაა მაგალითად, არა სიღარიბეს, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხარისხიანი განათლება, სუფთა წყალი და სანიტარია, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ამ პროცესს მონიტორინგს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უწევენ. ამის ნათელი მაგალითია 2023 წელს გურიაში ჩვენი ინვესტორების მიერ მოვლენილი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების კონსულტანტის, პიერ ბიდერმანის ვიზიტი. მისი შეფასებით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა 2024 წელს მასშტაბის ზრდასთან ერთად, მოხდეს გარემოსდაცვითი ასპექტების მეტად წინ წამოწევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ეს ასეც გვაქვს დაგეგმილი.
- მოგვიყევით 2024 წლის გეგმებზეც
- 2024 წლიდან ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მშენებლობა ფართომასშტაბიან რეჟიმში დაიწყება. ამ პროცესში ჩვენი პრიორიტეტი გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება იქნება, იმ სამოქმედო გეგმის თანახმად, რომელიც გზშ-ს ეტაპზე საერთაშორისო ექსპერტებმა, ბრიტანელმა ნიკოლა ფოლკსმა და ფრანგმა, პიერ ბიდერმანმა გაგვიწერეს. გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით, ვიწყებთ კიდევ ერთ საამაყო და მასშტაბურ, ვიტყოდი საშვილიშვილო პროექტს, კერძოდ ტყის განაშენიანებას. როგორც იცით, ჩვენი სამოქმედო გეგმა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან შესაბამისობაშია გაკეთებული, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ რიგ შემთხვევებში სხვადასხვა ღონისძიების შემუშავების პროცესში, ჩვენ კეთილი ნებაც გამოვიჩინეთ. მაგალითად, ასე დავგეგმეთ ტყის განაშენიანების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე 60 ჰექტარი ტყე გაშენდება. ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მომავალი თაობებიც იამაყებენ ამ პროექტით. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად ავაშენოთ ჰესი, რომელიც თავის სიტყვას იტყვის როგორც ენერგოუსაფრთხოების, ასევე მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით.
მსგავსი სტატიები
- 93ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
- 89#ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
- 882024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
- 87#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…
- 85ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში,ნომერ პირველ პრიორიტეტად - შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს.ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურებისმშენებლობის ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: 1) პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა;2) საგანგებო…