ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ადმინისტრაციულ შენობასა და სოფელ ციხისფერდის სკოლის მიმდებარედ, განთავსებული იყო საგზაო ნიშნები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით.
ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები განთავსებული იყო გზაჯვარედინის წინ. ეს კი გულისხმობდა იმას, რომ 50 კმ/სთ-ით მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონაში მოძრაობისას, გზაჯვარედინთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ეძლეოდათ შესაძლებლობა გაეზარდათ სიჩქარე 80კმ/სთ-მდე, მაშინ, როდესაც გზების კვეთის, შეერთების ან განშტოების ადგილებში პირიქით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე უნდა მცირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის გამო არაერთი პირი უსამართლოდ ჯარიმდებოდა.
ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საიამ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. ჩვენი ადვოკატირების შედეგად, საგზაო ნიშნები ორივე ლოკაციაზე განთავსდა გზაჯვარედინების შემდეგ, საიდანაც იწყება დაუსახლებელი პუნქტები და ამ ნიშნების განთავსებაც გამართლებულია.
აღნიშნულ ინფორმაციას საია ავრცელებს.
ჩვენი ადვოკატირების შედეგად, საგზაო ნიშნები ორივე ლოკაციაზე განთავსდა გზაჯვარედინების შემდეგ, საიდანაც იწყება დაუსახლებელი პუნქტები და ამ ნიშნების განთავსებაც გამართლებულია.
მსგავსი სტატიები
- 60
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
- 57
ოზურგეთის რაიონულ სამასამრთლოში (მოსამართლე თამთა საჯაია) დაიწყო სასამართლო პროცესი კოოპერატივ „ულეველას“ მიერ მოიჯარესათვის _სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსათვის გურიის მთებში აღებული სათიბების საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე. „ულეველას“ ისტორიიდან: ნევრიზ მიქელაძე (2023 წელს ჩავწერეთ) : _„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 წლის წინ არსიანის ქედთან, ბახმაროს მთების გაგრძელებაზე იჯარით გადმოგვეცა 536 ჰექტარი სათიბ-საძოვარი, რომელიც…
- 57
„ულეველას“ ულევი პრობლემები! ოზურგეთის რაიონულ სამასამრთლოში (მოსამართლე თამთა საჯაია) დაიწყო სასამართლო პროცესი კოოპერატივ „ულეველას“ მიერ მოიჯარესათვის _სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსათვის გურიის მთებში აღებული სათიბების საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე. „ულეველას“ ისტორიიდან: ნევრიზ მიქელაძე (2023 წელს ჩავწერეთ) _ : „სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 წლის წინ არსიანის ქედთან, ბახმაროს მთების გაგრძელებაზე იჯარით გადმოგვეცა…
- 57
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.…
- 54
ქართული ოცნების ახალი კანონპროექტით, რომლითაც ცვლილებები შედის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდება. ცვლილებების თანახმად, იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღებაც. პროცესების გადაღების უფლებამოსილება კი ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მედიასთან დაკავშირებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-,…