2023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა კი თქვა, რომ გლობალური დათბობის ერა გლობალური დუღილის ერამ ჩაანაცვლა.

ამგვარად, ნომერ პირველ გამოწვევად დასახელებული კლიმატის ცვლილება მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, ამჯერად, უფრო აქტიურად მოექცა. გლობალური დუღილის ერა კი, ის თემა გახდა, რომლის განხილვისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის გარეშეც მსოფლიოს მასშტაბით არცერთი მნიშვნელოვანი ოფიციალური ღონისძიება არ ჩატარებულა.

2023 წლის დეკემბერში, გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 28-ე სამიტის მონაწილე ქვეყნებმა, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების მიზნით, განახლებადი ენერგიის მოცულობა უნდა გასამმაგდეს. კლიმატის ცვლილებას იწვევს გარემოში ჭარბი ოდენობით სათბური აირების გაფრქვევა, ამ პროცესის შესაჩერებლად და შესაბამისად, დედამიწის გადასარჩენად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით, განახლებადი იგივე მწვანე ენერგიის წყაროებზე გადასვლა, რაც გულისხმობს, მეტი ჰიდროელექტროსადგურის, მზისა და ქარის სადგურების  მშენებლობას. სწორედ ამ მიზნით,მოეწერა ხელი გადაწყვეტილებას განახლებადი ენერგიის მოცულობის გასამმაგების თაობაზე.

განსახილველ საკითხებს შორის, მთავარ ადგილს სწორედ კლიმატის ცვლილება იკავებდა 2024 წლის იანვარში, შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზეც.

კლიმატის ცვლილება ეხება ყველა სახელმწიფოს და ყველა ადამიანს, რადგან ამ მოვლევას არ გააჩნია საზღვრები, შესაბამისადმსოფლიოში მიმდინარე ამ აქტიურ პროცესებში საკუთარი როლი აქვს საქართველოსაც. ჩვენი ქვეყნის გაცხადებული მიზანი არის განახლებადი ენერგიის ობიექტების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც გარემოში მავნე სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას,ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასაც, ეს უკანასკნელი კი საბოლოოდ, ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში დაეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში არსებული გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ქვეყანას განსაკუთრებით დიდი შესაძლებლობა ჰიდროენერგეტიკის განვითარების მიმართულებით აქვს, რადგან ამ დროისათვის არსებული პოტენციალის მხოლოდ 20%-ია ათვისებული.

საერთო მიზნის მიღწევის პროცესში ხელისუფლების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რა სარგებლის მოტანა შეუძლია განახლებად ენერგიას და რამდენად უწყობს ხელს მასზე გადასვლის პროცესი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას,  ამ საკითხებზე ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი, დავით კობერიძე გვესაუბრა.

 

  • ბატონო დავით, პირველ რიგში, როგორ შეაფასებთგანახლებადი ენერგიისა და მისი წარმოების მნიშვნელობას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით?

 

  • განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები, ასევე მზისა და ქარის სადგურები, კლიმატის ცვლილების ტემპის შესაჩერებლად ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია. ამაზე მთელი ცივილიზებული მსოფლიო ჯერ კიდევ წლების წინ შეთანხმდა. მეტიც, 2019 წელს, მსოფლიო ლიდერების ჩართულობით შეიქმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ევროპის მწვანე ინიციატივა, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების 1990 წელს დაფიქსირებული მაჩვენებლის მინიმუმ 45%-ით შემცირება, ხოლო 2050 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალურობის მიღწევაა. ამ პროცესის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად კი სწორედ, წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა და მისი სრულად, განახლებადი ენერგიით ჩანაცვლება განიხილება. დაახლოებით ერთი თვის წინ, ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრეებიც გავხდით, კერძოდ, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში განახლებადი ენერგიის მოცულობა უნდა გასამმაგდეს.  ეს მოვლენები,  იმის  დადასტურებაა, რომ სწორედ განახლებადი ენერგიაა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის და მისი შეჩერების  უალტერნატივო საშუალება.

 

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სხვა ენერგიის ფორმებთან შედარებით, სწორედ ჰიდროელექტროსადგურებია სტაბილური ენერგიის წყარო, რადგან მაგალითად, ქარისა და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული. ამასთან, ჰიდროელექტროსადგურები ე.წ სათბური გაზების დაბალი გამოყოფით გამოირჩევა ოპერირების პერიოდში, რაც დეკადები გრძელდება და შესაბამისად, ძალიან დადებითად აისახება გარემოზე. მოგეხსენებათ, რომ სათბური გაზები გლობალური დათბობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმაპირობებელი ფაქტორია.

 

  • ცნობილია, რომ საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, მაგალითისთვის, ქვეყანაში 26 ათასზე მეტი მდინარეა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველომ განაგრძოს დარგის განვითარება, რათა ერთი მხრივ, წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში, მეორე მხრივ კი საერთაშორისო ასპარეზზე დაპოზიციონირდეს, როგორც სუფთა და უსაფრთხო ენერგიის მწარმოებელი ქვეყანა?

 

  • სამწუხაროდ,დიდი პოტენციალის მიუხედავად, საქართველო დღეს გარკვეულწილად დამოკიდებულია წიაღისეული საწვავის რესურსების გამოყენებით მიღებულ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე. თუ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ განვითარებული ქვეყნების სიაში, როგორც არის ავსტრია, შვეიცარია თუ სხვა,აღნიშნული პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით, მათ ტემპს ფეხი უნდა ავუწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავდგებით საშიშროების წინაშე, რომ ერთი მხრივ, გამოვეთიშოთ გლობალურ პროცესებს, მეორე მხრივ კი, დამოკიდებული დავრჩეთ,რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასაიმედო მეზობლის იმედზე.

 

  • თქვენ ხშირად საუბრობთ, რომ ბახვი ჰესი პროექტის განხორციელების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და აღსრულების პრაქტიკით გამოირჩევა. როგორ ფიქრობთ, რამდენად და რატომა არის მნიშვნელოვანი ამ მიდგომის პოპულარიზაცია?

 

  • კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, წარმოუდგენელია არ ვიფიქროთ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტებზე, რადგან კლიმატის ჩამოყალიბების პროცესში მთავარ როლს სწორედ გარემოს კომპონენტები ასრულებს, მაგალითად,წყალი, ჰაერი, მწვანე საფარი. შესაბამისად, როცა გაჩნდა გურიაში ბახვი ჰესის განვითარების იდეა, ჩვენ  დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ განგვეხორციელებინა პროექტი ისე, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური კომპონენტი უმაღლეს დონეზე გვემართა. ისე, როგორც ამას აკეთებენ მოწინავე ევროპულ ქვეყნებში. საზოგადოებისთვის ახალი არ არის, რომადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების კონსტრუქციული თხოვნის საფუძველზე, კვლევების პროცესში ჩავრთეთ საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიები და დამოუკიდებელი ექსპერტები. ჩვენი კეთილი ნების საფუძველზევე,  ბიომრავალფეროვნების კვლევის პარალელურად, დამატებით ჩავატარეთ კლიმატისა და კუმულაციური ზემოქმედების კვლევაც.

 

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საერთაშორისო ექსპერტებმა მოგვიმზადეს ყოვლისმომცველი რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია გარემოზე მიყენებული ზემოქმედების შემცირებისა და თავიდან აცილებისკენ. სწორედ ამ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სამოქმედო გეგმის აღსრულებაა ჩვენთვის პრიორიტეტული, მით უფრო  მშენებლობის პროცესის პარალელურად.

 

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა იმ პროცესში, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. სწორედმომავალი თაობა უნდა იყოს იმისსაფუძველი, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში, ასევე ზოგადად გარემოზე ზრუნვის მიმართულებით დღეს გადადგმული ნაბიჯები დროთა განმავლობაში შედეგს აუცილებლად გამოიღებს. რადგან ბახვი ჰესის მაგალითზე ვსაუბრობთ, ვიტყვი, რომ ამ მხრივ გურიას ძალიან ნათელი და განვითარებაზე ორიენტირებული ახალი თაობა ჰყავს. ამაში მყარად დაგვარწმუნა ჩვენმა საგანმანათლებლო პროექტებმა. მაგალითისთვის, გარემოსდაცვისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ჩატარებული ტრენინგების მიმართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხაკაურას სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს და სწავლების პროცესშიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები.

ყოველივე ეს გვაძლევს იმედს, რომ თანამედროვე ცოდნით და გამოცდილებით შეიარაღებული ახალი თაობა, ეფექტურად შეძლებს მათ წინაშე მდგარი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულგამოწვევებთან გამკლავებას, რასაც ჩვენ ხელს შევუწყობთ, როგორც განახლებადი ენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობით, ასევეახალგაზრდების განვითრებისა და განათლების გზით.

 

მსგავსი სტატიები

  • 80
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 79
    „ სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა" - რა განცხადებას ავრცელებს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიშეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
  • 74
    ბახმაროს განვითარების საკითხზე ირაკლი მახარაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავსპატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…
  • 73
    გარემოს ზედამხედველობის  სამსახური გამოძახებაზე არ რეაგირებსწლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და…
  • 73
    ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შენახვაგარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის მიმდინარეობა ნიადაგის ნაყოფიერ ფენას  ასევე,  ჰუმუსოვან ფენას უწოდებენ. მისი მენეჯმენტი, არის პროცესი, რომლის დროს ხდება ნიადაგის ამ ფენის გარკვეულ ტერიტორიაზე დასაწყობება და განსაზღვრული წესების მიხედვით შენახვა. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც რეგულირდება კანონმდებლობით. ამ წესის დაცვის აუცილებლობას განაპირობებს  ის, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა გაჯერებულია ორგანული ნივთიერებებით, მიკორორგანიზემებითა…