2023 წლის 31 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი  შილაკაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის  შესახებ დასვა კითხვა:

_კომპანია „პარვუს ჯგუფიმდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებსისერომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცისრაღაც შეხვედრა კი ჩაუტარებიათ  სოფელ გომშიმაგრამ მე შემოქმედელი კაცი ვარ და ამის შესახებ არ გამიგიამე მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარმაგრამ გვაინტერესებსვინ არიან ისინირა ლოკაციაზე აპირებენ ჰესის აშენებასმათ უკვე ტყეში გზა გაჰყავთ . გვეუბნებითარ მონაწილეობთ კომისიების სხდომებშიბატონოვაყენებ წინადადებას და გაგვაგებინეთ რა ხდება_ მიმართა საკრებულოს გიორგი  შილაკაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი  მოადგილის, ლავრენტი ბიგვავას აზრით, მათ შეეძლოთ  კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელები საკრებულოს სხდომაზე, ან შესაბამისი დარგობლივი კომისიის სხდომაზე  მოიწვიათც, კითხვები დაუსვათ და საკრებულოს დეპუტატებს კითხვებზე უნდა მიეღოთ  პასუხი.

გიორგი შილაკაძემ ორი თვის შემდეგაც დასვა საკრებულოს სხდომაზე „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელთან შეხვედრისა და მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესახებ, თუმცა „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ბესელიასთან შეხვედრა არ შემდგარა.

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასასრულს დეპუტატმა გიორგი შილაკაძემ კვლავ დასვა შეკითხვა მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.

_ უკვე 5 თვეა საკრებულოს სხდომაზე ვაყენებ საკითხს „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელთან შეხვედრის გამართვის თაობაზე. მას პასუხი უნდა გაეცა  შეკითხვებისათვის, თუმცა დღემდე ეს ვერ მოხერხდა.მოსულიყო ეს ხალხი და ეთქვა, რას აშენებს, სად და რამდენს. რა მდგომარეობაა დღეისთვის …27 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართე განცხადებით მოეცათ „პარვუს ჯგუფთან“ გაფორმებული მემორანდუმის ასლი, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. აწი მშენებლობას დაამთავრებენ და შემდეგ მივიღებთ პასუხს? _განაცხადა გიორგი შილაკაძემ.

_კი, ბატონო, რაც შეეხება ამ ჯგუფთან შეხვედრას, როცა იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ,  – უთხრა მას საკრებულოს თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ.

შილაკაძეს მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა, რომ იგი გადაამოწმებს, რატომ არ მიეწოდა დეპუტატს პასუხი და ამასთანავე ასეთი შეხვედრის წინააღმდეგი არ იყვნენ.

საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ლავრენტი ბიგვავამ პირადულ საუბარში ჟურნალისტებთან თქვა, რომ მათ მოიწვიეს „პარვუს ჯგუფის“ ხელძღვანელი, თუმცა ჯერ-ჯერობით შეხვედრა არ შედგა.

„პარვუს ჯგუფის“ მიერ მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები დაგროვდა. კომპანია საზოგადოებას არანაირ ინფორმაციას არ აწვდის. რადგან მცირე სიმძლავრის ჰესებად არის დაყოფილი, „პარვუს ჯგუფს“ არც გეოლოგიური, ჰიდროლოგიური,ბიომრავალფეროვნების კვლება არ აქვთ ჩატარებული.

გაზეთ „ალიონს“ ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, თუ რატომ ირჩევენ კომპანიები 2 მგვტ- ზე ნაკლები სიმძლავრის კასკადური ტიპის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას,  გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკომ“ მიაწოდა კომენტარი:

_ ალბათ იმიტომ, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით ასეთი სიმძლავრის ჰესის პროექტებს არ სჭირდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლა, კვლევა ანუ არც ფული ეხარჯებათ, არც დავიდარაბა უწევთ ადგილობრივი თემებიდან….ჰოდა ასე ყოფენ, ანაწევრებენ, მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტები.

მას შემდეგ, რაც გავიგეთ რომ ოზურგეთში, კერძოდ სოფელ გომში, მდინარე ბჟუჟზე თურმე იგეგმებოდა სამი კასკადური ტიპის ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოები და ავტეხეთ ერთი ამბავი…გამოჩნდა კომპანია „პარვუს ჯგუფი“. კომპანიას მოვთხოვეთ ინფორმაციის მოწოდება, გარემოსდაცვითი კვლევები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემისთვის. შედეგად ისე აგრძელებენ საამშენებლო სამუშაოებს, რომ არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

„ეკომ“ წერილით მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია,  რასაც ფლობდნენ „ბასრა 1“, „ბასრა 2“, „ბასრა 3“ ჰესის პროექტის შესახებ. რამდენიმე თვის შემდეგ მივიღეთ პასუხი. როგორც ირკვევა, კომპანია „პარვუს ჯგუფს“ 2023 წლის 31 ივლისს სსიპ-ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა წერილი კითხვით _ „ვგეგმავთ 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას,თითოეული 1.98 მგვტ და გთხოვთ გვაცნობოთ საჭიროებს თუ არა აღნიშნული სიმძლავრის პროექტები „გარემოსდაცვითი შეაფასების კოდექსით“ დადგენილი პროცედურების გავლას და შესაბამისად გარემოსდაცვითი გადაწვეტილების მიღებას“.

სააგენტომ 5 სამუშაო დღის ვადაში  უპასუხა კომპანიას _  „ვინაიდან „ბასრა 1“, „ბასრა 2“, „ბასრა 3“ ჰესების სიმძლავრე 2 მგვტ-ზე დაბალია,აღნიშნული საქმიანობა არ საჭიროებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ პროცედურების გავლას.“

ბოლოში კი მიუწერა: _ჩვენთან შეთანხმებული უნდა იქნას ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობებიო. სხვა მოთხოვნა ან დაინტერესება არც ყოფილა,  რას აგებთ ან გარემოსდაცვითი რაიმე კვლევებს თუ აწარმოებთო.

მანამდე კი კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმებია ეკონომიკის სამინისტროსთან 2021 წლის 19 ივლისს, ნათია  თურნავას მინისტრობის დროს.

ხელშეკრულებაში იკითხება, რომ ჩაუტარებიათ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი: სწორედ ამიტომ ხდება კასკადური დანაწევრება, რომ ნიშნული სულ მცირედით ჩამოცდეს 2 მგვტ-ს და გარემოსდაცვითი კვლევები არ ჩატარდეს,აბა 0,02 სირცხვილ ნამუსის კი არაა.“_გვიპთხრა „ეკომ.“

მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობის თემაზე ჟურნალისტურ კვლევას გავაგრძელებთ.

რედაქცია მოწოდების შემთხვევაში ასევე გამოაქვეყნებს კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მოსაზრებებს მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.

მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი ახალი ჰესის ასაშენებლად 3 კილომეტრამდე გზა უკვე გაიყვანეს.

მსგავსი სტატიები

  • 65
    მოისმენენ თუ არა საკრებულოს სხდომაზე მდინარე ბჟუჟის ხეობაში  „პარვუს ჯგუფის“ საქმიანობის შესახებ31 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი  შილაკაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის  შესახებ დასვა კითხვა. _ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის.…
  • 59
    რა ხდება აკეთში და რატომ იცვლის კალაპოტს პერიოდულად მდინარე სუფსადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ. აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები,…
  • 57
    ბახმაროს განვითარების საკითხზე ირაკლი მახარაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავსპატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…
  • 54
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 54
    ციხისფერდელები ქვიშა-ხრეშის მოპოვებას აპროტესტებენ  დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში (ციხისფერდი) აქაურებმა მდინარე ნატანების აუზში ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიის საქართველოს ფილიალის მიერ მდინარე ნატანების  ქვიშა-ხრეშის მოპოვება გააპროტესტეს. _ ოზურგეთი-ნატანების ძველი მაგისტრალის გასწრივ, კენჭისპირში 20 ოჯახიდან 10 ოჯახი დავრჩით.ათეული წლების მანძილზე მდინარე ნატანების აუზში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ ამოღების გამო დაიმეწყრა ჩვენი უბანი. არავინ უნაზღაურებს დამწყვრის…

არ გამოტოვოთ