65 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.

სოსო ჯაჭვლიანი ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა და კლინიკაში მკურნალობდა.

სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ამაღლება“, „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“,„ფესვები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვა.

არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“,  „სვანი“, „მაიტა ნასოსი“.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“.

მსგავსი სტატიები

  • 62
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 61
    გარდაიცვალა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი87 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა. ვაჟა აზარაშვილმა 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.…
  • 61
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 61
    საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.
  • 60
     ბიძინა ვასაძის ხსოვნასგარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე. ბიძინა ილიას ძე ვასაძე დაიბადა 1961 წელს სოფელ ლიხაურში. 1964 წელს ილია ვასაძის ოჯახი საცხოვრებლად ქ. ოზურგეთში გადავიდა.  ბიძინამ ქ. ოზურგეთის #1 საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ამასთანავე მან პარალელურად უმაღლესი…