87 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა.

ვაჟა აზარაშვილმა 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.

მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა.

ავტორია: სიმფონია (1966, სამ ნაწილად), ორი სავიოლინო კონცერტი (სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონცელოსათვის (1969, ერთ ნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის (1973), ორი ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის „მუსკომედიის“ სცენაზე (1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის (1963), ვოკალურ-სიმფონიური პოემა (1961), ორი პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის (1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის.

ვაჟა აზარაშვილმა ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: „თბილისური ლირიკული“, „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, პოპულარულია მისი სიმღერები: „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო“ და სხვ. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1982).

მსგავსი სტატიები

  • 75
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 75
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 69
    გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისაქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.
  • 67
    მამა ნიკოლოზის ხსოვნასგარდაიცვალა არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზ ღლონტი, კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გურიაში, სოფელ შემოქმედში, პირველი წირვა ჩაატარა. ალბათ ღირს ამ მოვლენის გახსენება... ეგრეთ წოდებული „გარდაქმნის“ დროს, ცოტა თავისუფლების სიომ დაუბერა. ვრცელდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების იდეები. 1987 წელს, სურვილი გაგვიჩნდა, გაგვეხსნა შემოქმედის ტაძარი, რომელშიც კომუნისტებს სახალხო…
  • 66
     ბიძინა ვასაძის ხსოვნასგარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე. ბიძინა ილიას ძე ვასაძე დაიბადა 1961 წელს სოფელ ლიხაურში. 1964 წელს ილია ვასაძის ოჯახი საცხოვრებლად ქ. ოზურგეთში გადავიდა.  ბიძინამ ქ. ოზურგეთის #1 საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ამასთანავე მან პარალელურად უმაღლესი…