გარდაიცვალა ცნობილი იურისტი, ქალაქ ბათუმის ყოფილი მოსამართლე, აჭარის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრი, იუსტიციის სამინისტროს უფროსი კონსულტანტი ცარო სურგულაძე.
ცარო სურგულაძე ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. ოზურგეთის #5 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.
უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა და საგამოძიები საქმიანობა ოზურგეთის პროკურატურაში დაიწყო. მან, სრულიად ახალგაზრდა გამომძიებელმა, ჩინებულად გაართვა თავი ურთულეს და მეტად საპასუხისმგებლო საქმეს.
ცარო სურგულაძეს,პროფესიული წარმატების მოსაპოვებლად, დიდი ენერგია და შრომისმოყვარეობა უწყობდა ხელს.
მაღალი პროფესიონალიზმისა და წარმატებული საქმიანობისათვის ცარო სურგულაძეს ვადაზე ადრე, 1972 წელს მიენიჭა მეორე კლასის იურისტის წოდება.
1977 წლიდან ქალბატონი ცარო აჭარაში მოღვაწეობდა, ქალაქ ბათუმის პროკურორის თანაშემწედ.
1982 წელს ცარო სურგულაძე ქალაქ ბათუმის მოსამართლედ აირჩიეს. იყო აჭარის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრი, აჭარის იუსტიციის სამინისტროს უფროსი კონსულტანტი.
შემდეგ, ორ ათწლეულზე მეტი ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგედ იმოღვაწევა. იყო აჭარის ქალთა რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.
პარალელურად ამისა, ათეული წლების მანძილზე, იგი თავიS მეუღლე, საქართველოს დამსახურებულ იურისტ, აჭარის რესპუბლიკის მთავარ პროკურორ დავით თამაზაშვილთან ერთად ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
შემდეგ აჭარის ადვოკატთა კოლეგიაში მოღვაწეობდა.
წავიდა ჩვენგან ვალმოხდილი ქალბატონი. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს ცათა შინა.
ახლობლები, მეგობრები
სურათზე: ცარო სურგულაძე, ჰამლეტ ჭიპაშვილი, ალექსანდრე ნალბანდოვი დისკუსიაზე. 2001 წ.
ცარო სურგულაძის გასვენება შედგება ხუთშაბათს, 29 თებერვალს _ქ. ოზურგეთი, გენო ჩხაიძის ქუჩის პირველი ჩიხი, #7; დაკრძალვა ექადიის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში, საგვარეულო სასაფლაოზე.
მსგავსი სტატიები
- 79
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
- 75
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
- 75
ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
- 71
დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
- 70
დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…