„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“

 

„ძირითადი პრობლემა სტაბილურობის დეფიციტია – ანუ, შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა უმუშევარი დარჩე და ოჯახი ვერ გამოკვებო.  ამიტომაა სპეციალისტების ნაკლებობაა, მათი აბსოლიტური უმრავლესობა ევროპასა და ამერიკაში წავიდა, შესაძლოა აქ ყოველთვიურად და წლიურად უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს, მაგალითად ნებისმიერ ხელოსანს, მაგრამ როგორც ვთქვით სტაბილურობა არ არის. დასავლეთში ეს პრობლემა არაა, იქ სტაბილურია მუშაობა. იცით რას ვგულისხმობ, იქ მენეჯმენტი და ხელოსანი გაყოფილია, აქ კი ხელოსანი მენეჯერიცაა, ანუ მას უწევს სამუშაოს მოძებნა, ბუღალტერიც არის  და მოლარეც, რაც მას დამატებით პრობლემებს უქმნის.“

ირაკლი სირაძე  „პირველი სავაჭრო სახლი“

 

ლადო მენაბდე – “გურიის მოამბე”

„პირველი სავაჭრო სახლის“ მფლობელის, ირაკლი სირაძის განცხადებით, კომპანიამ დაიწყო მოლაპარაკებები ჩოხატაურში მოქმედ ღვინის მწარმოებელ ფერმერებთან და რამდენიმე „მარნის სახლთან“, რომ საკუთარ მომხმარებელს გურიაში წარმოებული ღვინოები მიაწოდოს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აღნიშნული კომპანია ადგილობრივ ფერმერებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს და მათ ბაზარს ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებს უპრობლემოდ – განსაკუთრებული შეღავათებით უთმობს.

რამდენიმე კვირის წინ, იგივე „პირველ სავაჭრო სახლში“,რომელიც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიპერმარკეტს-ბრენდული სახელით – „ჩემი მარკეტი“ ფლობს,  საკუთარ მომხმარებელს ექსკლუზიურად მარტვილელი ფერმერების – კამეჩისა და ძროხის რძის ნატურალური პროდუქცია შესთავაზეს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბაზრისთვის დამატებით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნეს ჯგუფის შემოყვანა, საუბარია მარტვილელ ფერმერებზე რომლებიც ნატურალურ რძის პროდუქტებს აწარმოებენ, კონკრეტულად კამეჩისა და ძროხის რძის პროდუქტებზეა საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენი ბაზარი განებივრებული არ არის ნატურალური პროდუქციით და ეს ნაბიჯი საინტერესო და მიმზიდველი იქნება მომხმარებლებისათვის“, გვითხრა ბატონმა სირაძემ, რომლის ბიზნეს სტრატეგიის წყალობით „პირველი სავაჭრო სახლი“ გურულ ფერმერთა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი გახდა.

ადგილობრივი, დამწყები ფერმერებისათვის, საკუთარი ფერმერული მეურნეობის განვითარების გზაზე, ბაზარზე პოზიციონირება და ბაზარზე შესვლა დღეს, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

მსგავსი ტიპის კომპანიების ასეთი მიდგომები, ადგილობრივ ექსპერტთა განცხადებით, უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებელთათვის, რომ მათმა მეურნეობებმა სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნoს.

გარდა ღვინისა და რძის პროდუქტებისა „პირველი სავაჭრო სახლი“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ჩაის საწარმოების მფლობელებთან, ასევე, „ქვის ნახშირის“ მწარმოებლებთან და სხვა.

„გურიის მოამბე“ კომპანია “ბახვი ჰესის” რუბრიკის „სოფლის ცხოვრება“ ფარგლებში „პირველი სავაჭრო სახლის“ დამფუძნებელ ბატონ ირაკლი სირაძეს შეხვდა და ესაუბრა:

 

–  ბატონო ირაკლი, მინდა პირველ რიგში აგვიხსნათ რა უპირატესობით სარგებლობენ თქვენთან ურთიერთობაში ადგილობრივი ფერმერები?

 

– დავიწყებ იმით, რომ ნებისმიერ ქსელში, სუპერმარკეტებში არსებობს პირობები, რომელიც სავალდებულოა მწარმოებელთათვის, მაგალითად ახლა ჩვენთან შემოვიდა კომპანია „კერკი“ რომელიც ჩურჩხელებსა და გამხმარ ჩირებს აწარმოებს, ყველგან მას სთხოვენ „ქეშბექს“, ანუ მიღებული თანხიდან გარკვეული წილის დაბრუნებას და სხვა პროცედურებს, ჩვენს ქსელში კი, ეს პირობა ადგილობრივ ფერმერებზე არ ვრცელდება. ჩვეულებრივი ამბავია, როცა კომპანია შედის სერიოზულ მარკეტში ამისათვის მან გარკვეული ფინანსები უნდა დაფაროს, ოფიციალურად.

ადგილობრივ ფერმერებს ჩვენ დამატებით ფინანსური გადასახადებისაგან ვათავისუფლებთ. ჩვენ ყველას ვეხმარებით, მთავარია, პროდუქცია კარგი იყოს, ხარისხიანი და საინტერესო. ნატურალური პროდუქციის დეფიციტი თვალშისაცემია და მარტვილელი ფერმერების შემოსვლა ჩვენთან, ჩვენს მომხმარებლებს კარგის მეტს არაფერს მოუტანს. სიამოვნებით ვითანამშრომლებდით ადგილობრივ ფერმერებთან მაგალითად ყველის, სულგუნის შემოტანის კუთხით. დღეს ყველის 20%-იც კი ნატურალური არ არის ბაზარზე, ხშირად ნატურალურ წვენშიც  ჩადებული ყველიც კი, არ არის ნატურალური.

 

_ პრობლემა ბევრია ამ მიმართებით?

 

_ ძირითადი პრობლემა სტაბილურობის დეფიციტია – ანუ, შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა უმუშევარი დარჩე და ოჯახი ვერ გამოკვებო.  ამიტომაა სპეციალისტების ნაკლებობაა, მათი აბსოლიტური უმრავლესობა ევროპასა და ამერიკაში წავიდა, შესაძლოა აქ ყოველთვიურად და წლიურად უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს, მაგალითად ნებისმიერ ხელოსანს, მაგრამ როგორც ვთქვით სტაბილურობა არ არის. დასავლეთში ეს პრობლემა არაა, იქ სტაბილურია მუშაობა. იცით რას ვგულისხმობ, იქ მენეჯმენტი და ხელოსანი გაყოფილია, აქ კი ხელოსანი მენეჯერიცაა, ანუ მას უწევს სამუშაოს მოძებნა, ბუღალტერიც არის  და მოლარეც, რაც მას დამატებით პრობლემებს უქმნის.

 

_ პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, ვიცი, თქვენი ყველაზე წარმატებული მიმართულებები საკუთარი სამზარეულო, საკონდიტრო და პურფუნთუშეულის პროდუქციის წარმოებაა – ამ მიმართულებებზე ბევრ სხვადასხვა ინგრედიენტებს მოიხმართ-სავსებით შესაძლებელია თქვენი მომწოდებლები ადგილობრივი ფერმერები გახდნენ.

 

– კი რა თქმა უნდა შესაძლოა, მაგრამ ამ ეტაპზე ადგილობრივ პროდუქციაზე იაფი შემოტანილი პროდუქციაა, რატომ უნდა ღირდეს შემოტანილი ბალი, ყურძენი ან კიდევ ფორთოხალი უფრო იაფი? ვუყურებ ავსტრალიელ ფერმერს რომელიც ვენახს სპეციალური ტექნიკით უვლის და ყურძენსაც ამ ტექნიკით კრეფს, ერთი ადამიანი რამდენიმე ჰექტარს წვდება. მაგალითად, ამერიკაში ერთი ფერმერი დამოუკიდებლად 80 ტონა ფორთოხალს მოიწევს და თვითონვე სპეციალური ტექნიკით კრეფს და ასაწყობებს. ამით იმის  თქმა მინდა, რომ ჩვენი ფერმერების პრობლემა თავისთავად პირველ რიგში ტექნოლოგიებია და ასევე, ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება. როგორ შევიძინოთ ის? ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომითა და სწავლით, მაგრამ, გამოცდილებას ხომ ვერ ისწავლი-უნდა მიიღო დროთა განმავლობაში, ამიტომ სწორად დაწყება და სწორი გზით სვლა გჭირდება. დიდ როლს ტრადიცია თამაშობს, რომელიც ჩვენ გასული საუკუნის 30-იან წლებში კოლექტივიზაციის დროს დაგვაკარგვინეს. 50 წელი აკრძალული იყო კერძო საკუთრება და კერძო მეურნეობები. ეს უზარმაზარი დარტყმა იყო ყველაფერზე, განსაკუთრებით ჩვენს განათლებასა და მენტალობაზე.

ერთმა მეგობარმა მთხოვა ფული მასესხე მეფრინველეობაში უნდა ჩავდო და ასპროცენტიანი გარანტიაა წარმატებისო. ვიცოდი რაც დაემართებოდა მაგრამ მაინც  მივეცი. ერთი თვის შემდეგ მითხრა, რომ კიდევ უნდოდა თანხა. რაღაცა ვერ გათვალა, პრობლემა შეექმნა და ქათმები დაეხოცა.. ახლა კი, უკვე იცის, შეიძინა გამოცდილება და იგიგვე აღარ დაემართება. მეორე მეგობარმა მითხრა, ირაკლი თუ იცი „ზოოვეტი: რატომ იყო ოთხწლიანიო. ვერ გავიგე და ვუთხარი დაეზუსტებინა რას გულისხმობდა. მანაც დამიზუსტა, ოთხი წელი სჭირდებოდა მეცნიერული გათვლებით პროფესიის შესწავლას და დაუფლებას და ოთხი წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა მისცე ფული თუ დაითვალეო, რისი თქმა მინდა, ხშირად ჩვენთან ბიზნესს ე. წ. „მარშრუტკაში“ გაგონილ ამბებზე დაყრდნობით იწყებენ, რასაც მივყავართ სავალალო შედეგებამდე.

 

განათლების მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა კოლეჯებს უნდა მივანიჭოთ, სადაც ხდება სპეციალობების დაუფლება. სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, ამ უკანასკნელზე გაცილებით მეტად უნდა იყოს გარდამტეხი განათლებისათვის. თუ ეს მენტალობა არ გადავლახეთ და კოლეჯებს უფრო მეტი დატვირთვა არ მივანიჭეთ ვიდრე უმაღლეს სასწავლებლებს გაგვიჭირდება ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების გამკლავება სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებით. მაგრამ, ამავე დროს კოლეჯების ხელმძღვანელობაც უნდა ეცადოს, რომ ეს სასწავლებლები გახდნენ მიმზიდველი მოსწავლეებისათვის და კონკრეტული ცოდნის მიცემა უნდა იყოს შესაძლებელი. როცა კოლეჯს ადამიანი ამთავრებს, ის კარგად უნდა ფლობდეს პროფესიას. სამწუხაროდ ჩვენ ამ ეტაპზე სასწავლებლები არა ცოდნის, არამედ დიპლომების მისაღებად გვჭირდება და ესეც საბჭოთა გადმონაშთია, რადგან იქ არა ცოდნა, არამედ დიპლომი იყო ოჯახის რჩენის საშუალება.

ამ ეტაპზე მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავაგზავნოთ საზღვარგარეთ სასწავლებლად.

მაგალითად, უამრავი ადამიანი მოდის და სამუშაოს ითხოვს, ნაცნობი თუ უცნობი და ყველას უნდა საწყობში მუშაობის დაწყება. ვერ ვხვდები ეს რა ტენდენციაა. სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, ყველაფერი იცვლება და მრჩება შთაბეჭდილება, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის აზროვნება არ იცვლება. იდეაში „მოჩალიჩე ტიპებად“ დავრჩით, სწავლის, ცოდნის, კვალიფიკაციის ამაღლების ან გამოცდილების მიღების ნაცვლად გვირჩევნია „ვიჩალიჩოთ“ – მაგალითად საწყობში. და რა უნდა „იჩალიჩონ“ იქ, ისიც ხომ ჩემია?

ჩვენ მაგალითად „პირველმა სავაჭრო სახლმა“ დავამსხვრიეთ გარკვეული სტერეოტიპი, როცა თავიდანვე ვიცოდით რაც გვინდოდა. გვირჩევდნენ, რომ ვინაიდან ჯერ ამისი მოთხოვნა არაა დავლოდებოდით და როცა ოზურგეთში იქნებოდა ასეთი ტიპის  მომსახურებაზე მოთხოვნა შემდეგ შეგვექმნა ის. წარმოგიდგენიათ ლოდინი რომ დაგვეწყო რა მოხდებოდა? დღეს ჩვენთან 160 ადამიანი მუშაობს. გვქონდა რთული პერიოდები, ვფიქრობ რომ ასე თუ ისე წარმატებით გადავლახეთ ის. არასდროს არ დამავიწყდება მეუფე გრიგოლის სიტყვები „არის ბიზნესი რომელსაც მოაქვს ფული! არის ბიზნესი რომელსაც მოაქვს ცივილიზაცია! თქვენ მოგაქვთ ცივილიზაცია“ მითხრა მან და მეც ასე ვფიქრობ, ჩვენ ვართ ცივილიზაციის ავანგარდში.

 

_ ნანობთ რომ დაბრუნდი საქართველოში?

 

_ არა, ცალსახად არა, ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად იყო მიღებული და არასდროს არ მინანია. თავიდან იყო არჩევანი თბილისი თუ ოზურგეთი. ოზურგეთელი ვარ და იმიტომ, მე ავირჩიე ოზურგეთი. ამასაც არ ვნანობ, რადგან მიმაჩნია რომ რეგიონში უფრო სწრაფად და ეფექტურად  აღწევს შედეგს, ვიდრე დიდ ქალაქში.

რაც შეეხება მიგრაციულ პროცესებს, ჩრდილოეთ კორეა ვერ ვიქნებით, რომ ეს პრობლემა ძალით მოვაგვაროთ, მაგრამ ვფიქრობ რომ უმრავლესობა ემიგრანტისა დაუბრუნდება სამშობლოს მაშინ, როცა აქ უფრო საინტერესო იქნება ცხოვრება ვიდრე იქ, სადაც არიან. ალბათ ეს ბუნებრივად მოხდება და ამასაც გადავლახავთ. კახა ბენდუქიძე ამბობდა „არავინ არ გვართმევს ქართველობას იმიტომ, რომ ის არავის არ სჭირდება“ – მოვა დრო და ეს პრობლემაც მოგვარდება.

 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის, ასევე სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის, ანუ იმისათვის რომ აქ უფრო საინტერესეო ცხოვრება იყოს ვიდრე ემიგრაციაში – უმნიშვნელოვანესია ინვესტიციები და განსაკუთრებით სასიხარულოა რომ გურიაში ბოლო დროს ეს ტენდენცია შეინიშნება, ვგულისხმობ ისეთი პასუხისმგებლიანი კომპანიის შემოსვლას და პოზიციონირებას როგორიც „ბახვი ჰესია“, თავი რომ დავანებოთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მსგავსი ინვესტიციები როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, თავისთავად, დასაქმებულ ადამიანებს და შესაბამისად მათი მსყიდველუნარიანობის გაზრდას ვგულისხმობ. ასევე, სათქმელია „ბახვი ჰესის“ დამოკიდებულება, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ისინი ითვალისწინებენ შენიშვნებს და აქვთ მზაობა მოუსმინონ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები. – ეს ბევრს არ შეუძლია და ასეთი მიდგომა მისასალმებელია. ელექტროენერგია პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას, კარგია რომ, როგორც ვიცი ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და სერიოზული კომპანიაა. ვიცი, რომ ბევრ სოციალურ პროექტს ახორციელებენ რაც ასევე კარგია, მაგრამ არ დაგიმალავთ და განსაკუთრებით მახარებს მათი საგანმანათლებლო პროგრამები. როგორც ზემოთ ვისაუბრე – ჩვენი მოსახლეობისათვის დღეს გამოცდილების გაზიარება და ცოდნის მიღება ყველასათვის პრიორიტეტი უნდა იყოს.

 

წარმატებული ბიზნესმენები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

„გურიის მოამბე“ და „ალიონი“ – „ბახვი ჰესის“ დახმარებით – ერთობლივ რუბრიკა – „სოფლის ცხოვრება“ – დავიწყეთ

უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და მიგრაცია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაიტმოტივად გასდევს გურიაში სოფლის ცხოვრებას, სოფლის, რომელიც თანდათან იცლება ახალგაზრდებისაგან, ოჯახის რჩენისათვის ერთადერთ გამოსავლად კი საზღვარგარეთ – სამუშაოს პოვნა მიიჩნევა.

სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებს – ობიექტურ მიზეზებთან ერთად – სუბიექტურიც განაპირობებს, პირვე რიგში ის, რომ სოფელში ადგილობრივები არ არიან ინფორმირებულები, რომ ამ პირობებშიც. სავსებით შესაძლებელია ადამიანებმა საკუთარი ძალებით ნახონ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.

მცირე ფერმერული მეურნეობები, სწორი აგრარული პოლიტიკა, გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციონირება ამ სფეროში და პარტნიორების ძებნა, ხშირ შემთხვევაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში – ეს ის თემებია, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ გურულ ოჯახს შეუძლია იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ადგილებზე შექმნან წარმატებული ფერმერული მეურნეობები.

ამას, ხშირ შემთხვევაში, აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობა და გამოცდილების არ ქონა.

ჩვენი მიზანია თქვენ მოგაწოდოთ არამარტო ენციკლოპედიური ტექსტები – არამედ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფარგლებში. გაპოვნინოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან-თქვენივე თანასოფლელების, წარმატებული ფერმერების გამოცდილების ხარჯზე.

„გურიის მოამბე“ ‘ალიონი“ და „ბახვი ჰესი“ რუბრიკით „სოფლის ცხოვრება“  – შეეცდებიან. მნიშვნელოვნად ხელი შეუწყონ თქვენს ინფორმირებულობას რაც თავისთავად აისახება თქვენს წარმატებაზე – ადგილებზე განავითაროთ ფერმერული მეურნეობები, იპოვოთ გამოსავალი და იყოთ წარმატებულები საკუთარ კარ-მიდამოში.

“ალიონისა” და “გურიის მოამბეს” რედაქცია დიდ მადლობას უხდის ამ შესაძლებლობისათვის “ბახვი ჰესს” – ასევე ყველა იმ წარმატებულ ბიზნესმენს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან თანამშრომლებენ.

მსგავსი სტატიები

  • 79
    „კომლი“ _ ოჯახური ტრადიციები უცხოელი ვიზიტორებისათვისკომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
  • 75
    საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 72
    ვითომ  „ქველმოქმედებით“ ცდილობს მოსახლეობის გაბრიყვებას.გადავარჩინოთ გურიის მდინარეები  ეს ის ” პარვუს ჯგუფია” სოფელ გომის მიმდებარედ მდ. ბჟუჟს რომ უპირებს საბიტკოინედ დაშრობას. თაღლითური სქემით შემოპარული კომპანია 6 დან 30 მგვტ – მდე ზრდის ჰესების სიმძლავრეს რეალური გარემოსდაცვითი კვლევებისა და გათვლის გარეშე. წვეთ წყალს არ დატოვებენ საპროექტო არეალში რამდენიმე კმ. მანძილზე.თან სხვადასხვა ვითომ  „ქველმოქმედებით“ ცდილობს მოსახლეობის…
  • 71
    დონალდ ტრამპი - ძალიან თავდაჯერებულად ვარ, როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს - არჩევნები დაძაბულიც კი არ იქნებააშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის „დარწმუნებულია“ , რომ მოიგებს და საპრეზიდენტო არჩევნები „დაძაბულიც კი არ იქნება“. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ტრამპმა ხმა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ ბიჩში მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან, მელანია ტრამპთან…
  • 71
    გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნაგარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 აგვისტოდან  ნადირობის სეზონი გაიხსნა. ოზურგეთში ნადირობის სეზონის გახსნის ტრადიციულ ღონისძიებას ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაესწრნენ. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით შემდეგია: ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების…