ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ყველა წევრს დარჩენა შესთავაზა, თუმცა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს  სურს სხვა სფეროში გადანაცვლება.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის,ჯუანშერ ბურჭულაძის  პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.

უამრავი სპეკულაცია იყო, თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია მინისტრებთან, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის სრული აბსურდი, ამას მინდა ხაზი გავუსვა. იყო უბრალოდ ერთკვირიანი ისტერიკა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა, ერთადერთი პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე თავდაცვის მინისტრს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც ანგარიში გავუწიეთ. ეს იყო ჩემი პოზიცია და ეს პოზიცია დამყარებულია იმაზე, რომ სამთავრობო გუნდის საქმიანობა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, იყო, რა თქმა უნდა, თითოეული მინისტრის დამსახურება. არც ერთი მინისტრი არ იცვლება, ეს არის სპეკულაციების გაგრძელება. “, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 73
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 71
    პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის…
  • 64
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 64
    ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში პარტიულ აქტივს შეხვდა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრში  გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს  შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გია ბენაშვილი  და სხვები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს…
  • 63
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…