თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმი გაიმართა 2026 წლის 5-6 ნოემბერს, ქ. თბილისში.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ვატო შაქარაშვილის მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ და საერთაშორისო პლატფორმა Neutrality Studies-ის მიერ.
ფორუმი ეძღვნებოდა სახელმწიფოთა ნეიტრალიტეტს, მიუმხრობლობას, დიპლომატიას, ისტორიულ გამოცდილებას და მულტიპოლარულ საერთაშორისო ურთიერთობებს.
თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმი | სადისკუსიო პანელი 1 — ისტორიული გამოცდილება, თანამედროვე რეალობა და მომავლის პერსპექტივები.
მოდერატორი: ნინო ხელაია
მომხსენებლები: პასკალ ლოტაზი, ჰაინც გერტნერი, საკარი ლინდენი, პეტრე მამრაძე.
საკარი ლინდენი: „NATO-ში გაწევრიანებამდე ფინეთის უსაფრთხოება და საზღვრები მეტად იყო დაცული. დღეს კი ჩვენი საგარეო პოლიტიკა დასავლეთის ინტერესებზეა ორიენტირებული, რამაც სამხედრო დაძაბულობა გაამძაფრა. ვიდრე ნატოს წევრი გავხდებოდით, რუსეთს არ განუხორციელებია სამხედრო ძალების ასეთი დიდი კონცენტრაცია ფინეთის საზღვრებთან.“
პასკალ ლოტაზი: „ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს ორ დაპირისპირებულ ძალას შორის დგომას. ჩვენ ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. ეს არის სამკუთხედი, სადაც ყველა მხარეს აქვს ურთიერთობა ერთმანეთთან. ნეიტრალიტეტი ნიშნავს მიუმხრობლობის პოლიტიკას კონფლიქტურ მხარეებთან, რათა ორივესთან კარგი ურთიერთობა შენარჩუნდეს.“
ჰაინც გერტნერი: „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრია გახლეჩილი და დანაწევრებული იყო. ქვეყანა გახლდათ სხვადასხვა სამხედრო ძალის დაპირისპირების ადგილი. სწორედ ამიტომ დაიწყო ნეიტრალიტეტის კონცეფციის განვითარება.“
პეტრე მამრაძე: „ბუქარესტის სამიტზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის ელჩი საქართველოში და თქვა: „ახლა ჩვენ უნდა შევჩერდეთ, ნატო ერთი მეტრითაც არ მიუახლოვდება რუსეთის საზღვარს“, მაგრამ მაინც გააკეთეს განცხადება, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან — რამდენიმე თვეში იყო აგვისტოს ომი.“
მსგავსი სტატიები
- 79
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში… - 79
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული… - 78
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,… - 78ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
- 77
3 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…