ფსევდორელიგიური სექტის განსაკუთრებული მახასიათებელია, რომ ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება – გიორგი გველესიანმა ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, ევროკავშირთან დაკავშირებით რა არის უპირატესობები და რა – პრობლემური და ამას სექტის წარმომადგენლების კრუნჩხვები მოჰყვა, – ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა დედაქალაქში მიმდინარე ყოველდღიური საპროტესტო აქციების მონაწილეებს „ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტა“ უწოდა.
„სექტის განსაკუთრებული მახასიათებელია, რომ ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება. ამიტომ ის ნებისმიერ დიალოგს გაურბის და დოგმებით მოქმედებს.
დღეს ევროკავშირი დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი და გამოცხადებული ჰყავთ აღქმულ ქვეყნად, რომელზეც რაიმე კრიტიკულის თქმა არ შეიძლება. ამის მაგალითი გიორგი გველესიანის შემთხვევაა, როდესაც ვინმე რაიმეს არა თუ კრიტიკულს იტყვის, არამედ კითხვას დასვამს. გველესიანმა თავის ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, ევროკავშირთან დაკავშირებით რა არის უპირატესობები და რა – პრობლემური, აი ამას მთელი ის კრუნჩხვები მოჰყვა, რომელიც ამ სექტის წარმომადგენლებმა დაიმართა, რადგან რაღაც მათ სალოცავს ეხები, რომელზეც არ შეიძლება რომ კითხვებიც კი დაისვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული მოვლენაა. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეს ჯგუფი ფუნდამენტალისტურ სექტად ჩამოყალიბდა და ასეც უნდა შევხედოთ, აქედან გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები.
გახსოვთ, 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ეს ჯგუფი ძალადობრივ აქციებზე გადაერთო, ჩვენ დისკუსიას ვთავაზობდით. იყო პრემიერ-მინისტრის შეთავაზება – 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი და მე მზად ვიყავით საჯაროდ ტელევიზიით დისკუსიაში დავმსხდარიყავით. თინა ხიდაშელმა და კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს და ფაქტობრივად, სტუდიიდან გამოიყვანეს ეს ადამიანები, რათა არანაირი დისკუსია არ ყოფილიყო, რადგან სექტას დისკუსიის ეშინია, რადგან სექტა მოქმედებს არა საღი განსჯიდან გამოტანილი დასკვნებით, არამედ დოგმებით. დოგმის სისუსტე კი იმაშია, რომ როდესაც დისკუსია დოგმაზე იმართება, შესაძლოა ეს დოგმა გაბათილდეს.
ამიტომ ამ ჯგუფში ყველა ნიშანია იმისა, რომ არის ფუნდამენტალისტური აგრესიული სექტა. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს მათგან ის აგრესიული გამოვლინებები, რიტუალები, რომელსაც ატარებენ, სლოგანები, შეძახილები, გინებები – ეს ყველაფერი მათი ლიტურგიის ნაწილია, რომელთაც ეს სექტა არის დაკავებული. არ უნდა გვიკვირდეს, რომ მათთვის დისკუსია და დებატები მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
წყარო: IPN.GW
მსგავსი სტატიები
- 76
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი… - 74
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,… - 73„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 73
მე ვფიქრობ, რომ ცოტა დასვენებასაც და საკუთარ ოჯახს და თავზე ზრუნვასაც ვიმსახურებ და ჩემი შვილები ერთი 9 წლისაა და მეორე 13-ის და პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ და რაღაც ადამიანური მომენტებიც მინდა დავიტოვო, - ასე ახსნა რეგიონული განვითარების მინისტრმა მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. კითხვაზე, რა მოხდა ასეთი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება… - 72
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც…