2024 წლის 21 მარტს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი, გასვლითი სახის შეხვედრა გაიმართა.  საბჭოს წევრები ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკს სტუმრობდნენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარეობს.

ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ  მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო სამშენებლო ბანაკის სპეციფიკა. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით მოწყობილი სამშენებლო ბანაკი მდებარეობს სამშენებლო უბნის სიახლოვეს, ადვილად მისადგომ ტერიტორიაზე, რათა ბანაკიდან მუშა პერსონალის სამუშაო ლოკაციებზე ტრანსპორტირება მაქსიმალურად უსაფრთხო და გამართული იყოს.   ბანაკი ადგილობრივი მაცხოვრებლების საცოხვრებელი ზონიდან მაქსიმალურად არის დაცილებული, შესაბამისად, მინიმუმამდე არის დაყვანილი მოსახლეობის შეწუხება ხმაურის გავრცელებით, რომელიც მშენებლობის პროცესს უკავშირდება.  აღსანიშნავია, რომ ბანაკისთვის სპეციალურად შეირჩა ნიადაგის ნაყოფიერი ფენითა და მცენარეული საფარით მწირი ტერიტორია, რომელიც  მაქსიმალურად დაცილებულია მდინარეს, რაც ამცირებს როგორც ნიაგადზე ზემოქმედებას,  ასევე  – მდინარის დაბინძურების რისკებს.

 

„ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკი სულ 140 ადამიანზეა გათვლილი. დღევანდელი მონაცემებით, ადგილზე სულ 58 მუდმივი მაცხოვრებელია. აღსანიშნავია, რომ ბანაკში მუდმივ მაცხოვრებელთა რიცხვი სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი ეტაპების მიხედვით კიდევ გაიზრდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება აღნიშნული შენობების დემონტაჟი, ტერიტორიების გაწმენდა და რეკულტივაცია, რის შედეგადაც ნაკვეთს დაუბრუნდება პირვანდელ იერსახეს “, _ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

მრჩეველთა საბჭოზე, კომპანიის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა ისაუბრა იმ უსაფრთხოების ნორმებზე, რომელსაც ზედმიწევნით იცავს კომპანია როგორც სამშენებლო პერიმეტრზე, ასევე – პერიმეტრის ახლოს მდებარე სოფლებში. გასულ თვეს, სკოლის მოსწავლეების ინფორმირებულობის მიზნით, მთისპირის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია გზშ-ს აღსრულების ნაწილზეც. საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაწერილი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების სამოქმედო გეგმა, პრიორიტეტული მიმართულებაა პროექტის განხორციელების მოცემულ ეტაპზე. საერთაშორისო ექსპერტები გარკვეული პერიოდულობით სამშენებლო პერიმეტრის მონიტორინგს განახორციელებენ  და შეაფასებენ ბახვი ჰესის გუნდის მუშაობას ამ მიმართულებით.

ბახვი ჰესის გუნდმა დაასრულაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისქედში დაგეგმილი სოციალურ პროექტი, რომლის შედეგადაც უახლოეს მომავალში ვანისქედის 47 ოჯახს სასმელი წყალი სახლებში მიეწოდებათ. პროექტის ფარგლებში კომპანიამ შექმნა წყლის სისტემა, გააკეთა დაქსელვა, გამრიცხველიანება და ააშენა წყლის სატუმბი სადგური. დასრულებული პროექტი კომპანიამ მუნიციპალიტეტს გადასცა სამართავად.

მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებთან შეთანხმდა მათი 2024 წლის ჩართულობის პროგრამა, რომელიც თითოეული საბჭოს წევრის მეტ და უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს კომპანიის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებში.

#ჩვენ ერთად ვაშენებთ

მსგავსი სტატიები

  • 84
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
  • 80
    ბახვი ჰესი - შრომის უსაფრთხოება N1 პრიორიტეტია  ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში,ნომერ პირველ პრიორიტეტად - შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს.ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურებისმშენებლობის ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: 1) პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა;2) საგანგებო…
  • 76
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 66
    მდინარე ბჟუჟის ხეობაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევებიგარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონის მედიასაშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა. მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში (გომი), მდინარე  ბჟუჟის ხეობაში კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ ოთხი ჰესის მშენებლობის შესახებ ისაუბრა. როგორც ირმა გორდელაძემ აღნიშნა, ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როცა სოფელ გომში მოვხვდით ერთ-ერთ…
  • 62
    ბახვი ჰესი - შრომის უსაფრთხოება N1 პრიორიტეტიაბახვი ჰესი, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ნომერ პირველ პრიორიტეტად - შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს. ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: 1) პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის…