თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა თსუ გამომცემლობის ახალ ხელმძღვანელთან კახაბერ რუსიძესთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე იმსჯელეს გამომცემლობის რეფორმასა და რეორგანიზაციაზე. დაისახა ახალი სტრატეგია, რომლის შედეგადაც თსუ გამომცემლობა ითანამშრომლებს სხვადასხვა გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიებთან.
ჩვენი გამომცემლობის წიგნები, გარდა თსუ წიგნის მაღაზიისა გამავრცელებლების მიერ გაიყიდება. გამოცემები ჟანრობრივად გამრავალფეროვნდება, სახელმძღვანელოების გარდა გამოიცემა, ანთოლოგიები, მსოფლიო მხატვრული ლიტერატურისა და ქართული მხატვრული ლიტერატურის სერიები, ასევე, განახლდება ძველი პოპულარული გამოცემები.
ბეჭდური ვერსიის გარდა, ყველა წიგნის ელექტრონული ბაზა შეიქმნება, რომლის გამოყენებაც სიმბოლურ ფასად შეეძლება დაინტერესებულ მკითხველს.
გამომცემლობა სამომავლოდ გეგმავს სტუდენტების დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის წიგნების შიდა გავრცელების კუთხით. ასევე, იგეგმება გამომცემლობის ლოგოს განახლება.
შეხვედრაზე ისაუბრეს, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომელზე მუშაობასაც უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამომცემლობა. ეს პროექტებია: „უნივერსიტეტი სკოლას“, რომელიც გულისხმობს სკოლებში ჩვენი გამომცემლობის წიგნების შეტანას და ასევე, ძველი პოპულარული გამოცემების განახლებული ვერსიების გამოცემას.
კახა რუსიძე გახლავთ გამომცემლობა „მერიდიანის“ დამფუძნებელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამომცემლობაა საქართველოში.
ვულოცავთ კახა რუსიძეს მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნებას!
მსგავსი სტატიები
- 59ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…
- 572024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
- 56
- 54
- 54გრძელდება 2024 წლის აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნება. ინგლისური ენა: მაქსიმალური 70 ქულიდან 70 ქულა- ვიკა ჯინჭარაძე ნათია ღლონტი 69 ქულა- ლიკა ჯინჭარაძე ნია მკურნალიძე 68 ქულა- ნიკოლოზ ბარამიძე გიგი მჟავანაძე მარიამ კობახიძე ანასტასია ქუტიძე ლიზი მახარაძე 67 ქულა- საბა ცუხიშვილი 66 ქულა- ხატია სალუქვაძე ლექსო ქათამიძე მერი თალაკვაძე ვახო ჩხაიძე ნინი…