CineDOC-სკოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია არაფორმალური განათლების მიმართულებით თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. CineDOC სკოლა შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების მეშვეობით და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით მიზნად ისახავს სასკოლო განათლებაში წვლილის შეტანას.
გურიის რეგიონში CineDOC-სკოლას წარმოადგენს ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის კინოკლუბი „CineDOC – გურია“, რომლის ხელმძღვანელი Nino Vashalomidzeნინო ვაშალომიძეა.
25 მარტს პროექტის ფარგლებში კლუბის „CineDOC – გურია“ წევრებისათვის ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმის „ონლაინ დედა“  ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებამდე, მიგრაციასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა გეოგრაფიის მასწავლებელმა ქეთევან კვაჭანტირაძემ, ხოლო ფილმის ჩვენების შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა მოთხრობა ემიგრანტის ცხოვრებაზე. კინოჩვენებას ესწრებოდნენ სტუმრები Noosfera Faundation-ის პროექტის – „CindeDOC-სკოლის“ ხელმძღვანელი არჩილ ხეთაგური, ილეანა სტანკულესკუ და დალი თურმანიძე.

მსგავსი სტატიები

  • 69
    ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
  • 66
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
  • 64
    ლიზი გოგაბერაშვილი-60 დან 57 ქულა.ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი გოგაბერაშვილი-60 დან 57 ქულა. ვულოცავთ!
  • 64
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…
  • 64
    ბახვი ჰესის ტრენინგები ჩხაკაურასა და მთისპირის სკოლებში განახლდა ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება…