გურიის მდინარეებში ინერტული მასალების უკონტროლო მოპოვებამ ბევრი უარყოფითი შედეგი მოუტანა რეგიონს. დიდი ალბათობით, მათი მიზეზით გახშირდა მეწყერული პროცესები, იქ სადაც კარიერებია ზიანდება საკარმიდამო ნაკვეთები, ნადგურდება საძოვრები, ჭებში დაშრა წყლები. სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე ცნობილ ფერმერს აკაკი ღლონტს კომპანია „პოლატის“ მიერ დიდი ზიანი მიადგა. მდინარემ 1,8 ჰექტარი საკარმიდამო ფართობი წაართვა, სადაც პავლონია და სხვა კულტურები ჰქონდა გაშენებული.
„პოლატიმ“2022 წელს 5 თვეში, მდინარე ნატანების აუზში, 20კილომეტრიან ზოლში 1 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო. შარშან კიდევ ერთი მილიონი ამოიღეს და ახლა ახალ წრეზე არიან. არავინ ამბობს, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვება არ უნდა ხდებოდეს, როცა ქეყანაში ასეთი მნიშვნელობის საავტომობილო მაგიტრალი შენდება, მაგრამ ასეთი დიდი ოდენობის ქვიშა-ხრეშის მოპოვება გურიის მდინარეებში, ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია. მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ მდინარე ნატანების აუზში, მერია-ლაითურის საავტომობილო ხიდის ზემოთ და ქვემოთ სამი ახალი კარიერის გახსნაზე გასცა ნებართვა. ახალი კარიერი გაიხსნა მდინარე ნატანების აუზში, სოფელ მელექედურში…
ამჯერად მდინარე სუფსის ხეობაში შპს „სამი ძმა 20/22“ მიერ ქვიშა-ღორღის თემით დავინტერესდით.
წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 16 იანვარს გამოცემული #1005 ბრძანებით ამ კომპანიას მისცა ლიცენზია, 5 წლის განმავლობაში მოიპოვოს 200 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. ლიცენზიის პირობით, ამ კომპანიამ უნდა მოაწყოს საკარიერო გზა,წყალდამცავი ჯებირი, წყალდამწნევი თხრილი და მოპოვებული ინერტული მასალის ტრანსპორტირება დანიშნულებისამებრ განხორციელდეს საშუალოდ 15 მეტრკუბი ტევადობის ავტომობილით.
როგორც კომპანიის დირექტორმა კახა ჩხარტიშვილმა გვითხრა, ისინი ამჟამად მდინარის გასწორხაზოვნების სამუშაოებს ასრულებენ და უნდა აღადგინონ მათთვის ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მისასვლელი გრუნტის გზა, რომელიც მდინარე სუფსამ წყალდიდობისას წაიღო. ხელშეკრულების შესაბამისად ინერტულ მასალას მელექედურის წიაღის გადამმამუშავებელ საწარმოში გაიტანენ.
2020-21 წლებში მოსახლეობის საპროტესტო აქციების შემდეგ კომპანიამ „ქიუ ემ სი“ სუფსის ხეობის 4 სოფელთან გააფორმა „მემორდანუმი“, რომელიც მილიონიან დაფინანსებას ითვალისწინებდა, რომლითაც სილაურსა და ბაილეთში უნდა მოეწყოთ გზები, დახმარებოდნენ 4 სოფლის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში, თუმცა დაპირებულის 10 პროცენტიც არ შეასრულეს. ისარგებლეს რა ამ „მემორანდუმით“ მოსახლეობის კეთილგანწყობით, გასწორხაზოვნების მოტივით ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე დიდი ოდენობით ქვიშა-ღორღი ამოიღეს უშუალოდ მდინარე სუფსაზე არსებული საავტომობილო ხიდის გარშემო.
ასეთი მაგალითების მოყვანა სხვაც შეიძლება. მდინარე სუფსისა და ნატანების აუზებში ახალ პრობლემებს უნდა ველოდოთ.
მსგავსი სტატიები
- 72წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…
- 71ოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ ჯერ ტყვიის და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც…
- 702024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
- 68დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ. აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები,…
- 68შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…