მსგავსი სტატიები

  • 82
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,…
  • 80
    გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, თვითმმართველობების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ.
  • 79
    გურიის სახელმწიფო რწმუნებული სახელმწიფო უწყების რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე, ასევე იმაზე, როგორ გაძლიერდეს კოორდინაცია და უწყებათშორისი თანამშრომლობა. გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, რომ ეფექტური კომუნიკაცია და ერთიანი მუშაობის ფორმატი აუცილებელია რეგიონის განვითარებისთვის და მოსახლეობის ინტერესებზე სწრაფი რეაგირებისთვის.
  • 79
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
  • 79
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

არ გამოტოვოთ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც წელს დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა. გივი მიქანაძე გაეცნო სკოლის STEM მიმართულებით მომუშავე კლუბის წევრთა საქმიანობას, დაათვალიერა კომპიუტერული ლაბორატორია და პედაგოგებს შეხვდა. მინისტრი ასევე იმყოფებოდა ანა ბერძენიშვილის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკაში, რომელსაც საჩუქრად წიგნები გადასცა და სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. გივი მიქანაძე სკოლის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ საიუბილეო ღონისძიებასაც დაესწრო, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და გამორჩეული კურსდამთავრებულები. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სკოლის იუბილე მიულოცა და ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „180 წელი – თავისთავად თარიღიც შთამბეჭდავია, თუმცა, ეს მხოლოდ დროის მონაკვეთი არ არის. ესაა არაერთი თაობის აღზრდა, მეგობრობა, თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების უწყვეტი გადაცემა, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა. ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა უმნიშვნელოვანეს კვალს ტოვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ეს არის სკოლა, რომლის კედლებში არაერთი გამორჩეული, დიდი ქართველის ცხოვრების გზა დაიწყო. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სკოლის თითოეულ პედაგოგს, ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, რომლებმაც ამ 180-წლიანი ისტორიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. მადლობა სკოლის კურსდამთავრებულებს, რომელთა წარმატებები ამ სკოლის განვითარების ნაწილია. ეს წლები დიდი პასუხისმგებლობაც არის – შეინარჩუნო ის ღირებულებები, რომლებმაც სკოლა ამ სიმაღლემდე მოიყვანა და ამავე დროს, შექმნა უკეთესი, ღირსეული მომავალი. ვულოცავ ქალაქ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს! მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და კურსდამთავრებულებს ვუსურვებ კიდევ მრავალ წარმატებულ წელს, ახალ შესაძლებლობებსა და მიღწევებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სკოლის ისტორია და სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. სკოლის იუბილეს ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულო გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, შემოქმედისა და სრულიად გურიის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები, ადგილობრივი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა რეგიონის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 1846 წლის 14 აპრილს გაიხსნა. სკოლამ თავისი თითქმის ორ საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქვეყანას არაერთი თვალსაჩინო მეცნიერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე აღუზარდა. მათ შორის არიან: ექვთიმე თაყაიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, აპოლონ წულაძე, ანზორ ერქომაიშვილი და სხვა მრავალი გამორჩეული კურსდამთავრებული. საგანმანათლებლო დაწესებულება წარმატებით აგრძელებს მრავალწლიანი საგანმანათლებლო ტრადიციების განვითარებას და ორიენტირებულია თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვაზე, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობაზე.