ცნობილ საზოგადოებრივ და სამეურნეო ხელმძღვანელს ალექსანდრე (საშა) თოიძეს 14 ოქტომბერს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.
ალექსანდრე (საშა) თოიძე დაიბადა 1926 წელს სოფელ ლიხაურში.
დედა – სონია ვაჩნაძე დიასახლისი; მამა – ნიკოლოზ(კოლია) თოიძე ვაჭრობის დარგის მუშაკი იყო.
მეუღლე – ლამარა მჟავია, წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. ოზურგეთის N2 საშუალო სკოლაში უცხო ენების პედაგოგად. შვილები ქეთევან და ზურაბ თოიძე, ორთავე უმაღლესი განათლებით.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ალექსანდრემ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე გააგრძელა.
წლების განმავლობაში ეწეოდა სხვადასხვა საზოგადოებრი და სამეურნეო საქმიანობას. იყო მაშინდელი მახარაძის რაიონის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი, რაიონის საფინანსო განყოფილების გამგე; 1955-1957 წლებში_ რაიკომის მეორე მდივანი, 1959 წლიდან _რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1963-1973 წლებში რაიკომის პირველი მდივანი. შემდეგ ჩაის მრეწველობის ანასეულის საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი იყო.

პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა გაერთიანებული „საქთევზმრეწვის“ უფროსის მოადგილედ. იყო საქმის მცოდნე, პრინციპული, მომთხოვნი და იმავდროულად, უაღრესად გულისხმიერი და ობიექტური მუშაკი. დაჯილდოებული ორგანიზატორული ნიჭით, ხელმძღვანელობის უნარით. მიზანმიმართული, შინაარსიანი და კონკრეტული იყო მისი გამოსვლები შეკრებებსა და სხდომებზე.
ყოველივე ამან, განაპირობა მისი თვალსაჩინო წარმატებები ორგანიზატორულ საქმიანობაში, საშუალება მისცა ღირსეულად განეგრძნო და გაემრავლებინა წინამორბედი ხელმძღვანელების მიღწევები. თავისი წვლილი შეეტანა რაიონის სტაბილურ წარმატებებში, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების საქმეში.
განსაკუთრებით დიდია მისი დამსახურება უკრაინაში, გენიჩესკისა და ოზურგეთის რაიონების ხალხთა მეგობრობის განმტკიცების საქმეში.
იგი დაჯილდოებული იყო ხუთი ორდენითა და მრავალი მედლით. 1966 წელს არჩეული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. რამდენიმეჯერ კი საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
შვილები: ზურაბ ალექსანდრეს ძე თოიძე 1955 წელს დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის მეორე საშუალო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე გააგრძელა, ეკონომისტ-ფინანსისტის სპეციალობით. ასპირანტურა ქ. მოსკოვში დაამთავრა. ჰყავს ორი შვილი, ქალ-ვაჟი, ორთავე უმაღლესი განათლებით.
ზურაბი სხვადასხვა დროს მუშაობდა ანასეულის ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში, მახარაძის რაიკომში, იყო ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი ოზურგეთში, ქ.თბილისში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. ამჟამად მუშაობს ენერგოტექნიკური ორგანიზაციის მთავარ სპეციალისტად.
ქეთი ალექსის ასული თოიძე 1958 წელს დაიბადა. 1975 წელს, მეორე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე გააგრძელა. ამჟამად მუშაობს ჯანმრთელობის სამინისტროში. მეუღლე ნოდარ კაკაბაძე ნევრპათოლოგია. მუშაობს N1 საავადმყოფოს ნევროლოგიურ ცენტრში. ჰყავს ორი შვილი გიორგი და დავით კაკაბაძეები. ორთავე დაოჯახებულია.
წიგნიდან „ლიხაური,“ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2026 წ.
მსგავსი სტატიები
- 79
გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის… - 79
ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ერთი ლამაზი ოჯახი ცხოვრობს.იოსებ (ქუცუნა) ქადეიშვილს ყველა იცნობს ოზურგეთში, როგორც ცნობილ სპორტსმენს და კოლორიტ კაცს. მისი ცხოვრების დასაწყისი ცნობილ რეპრესიებს უკავშირდება. _მამაჩემი გრიგოლ ქურციკაშვილი კახელი კაცი იყო, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდან. მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ბოლოს ამიერკავკასიის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი იყო. დედა _ ეკატერინე ქადეიშვილი ეკონომისტი იყო და… - 78
ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს … - 77
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 77
ვანო ქუთათელაძეს ოზურგეთში იცნობენ როგორც სამართლიან კაცს, მზრუნველსა და სიტყვის პატრონ პიროვნებას, რომელიც მუდამ ერთგული იყო და არის თავისი საქმის, ოჯახისა და მეგობრების. იგი 1946 წლის 10 სექტემბერს დაიბადა სოფელ ასკანაში. მამა მიხეილი კომეურნე იყო. 9 კლასი მშობლიურ სოფელში დაამთავრა. მე-10-11 კლასში ქუთაისის #2 საშუალო სკოლაში სწავლობდა. 1977 წელს მისაღები…