ოზურგეთის მოსწავლეთა ღია პირველობა ჩოგბურთში დასრულდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ და ისინი ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა კობა ბალავინოვმა შესაბამისი სინჯის მედლებით, თასებით და სიგელებით დააჯილდოვა.
_წელს პირველად ჩავატარეთ ოზურგეთის მოსწავლეთა ღია პირველობა ჩოგბურში მოსწავლეთა შორის 5 ასაკობრივ ჯგუფში. ტურნირი 12 დღე გაგრძელდა და მასში 40 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა _გვითხრა მწვრთნელმა დავით თავართქილაძემ და მანვე გამარჯვებულები დაგვისახელა:
5-8 წლის ასაკში მარიამ კოპალიანმა ფინალურ მატჩში მართა ჭელიძე დაამარცხა:
შერეულ წყვილში ნინა გოგიაშვილმა _ ლუკა ჩავლეშვილი;
10-12 წლის ასაკშიც ნინა გოგიაშვილმა გაიმარჯვა. მან ფინალში ქრისტინე სალუქვაძეს სძლია;
14-16 წლის ჩოგბურთელებს შორის ანასტასია ნემსაძემ თამარ რუსიეშვილი დაამარცხა.
დავით თავართქილაძის თქმით გამარჯვებული სპორტსმენები ბათუმში, აჭარის ღია პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას. ეს ტურნირი 8-13 მაისს გაიმართება.
ჩოგბურთელები ტურნირისთვის დავით თავართქილაძის გარდა გივი სიამაშვილმა და მამუკა კილაძემ მოამზადეს.
დავით თავართქილაძე მარტის დასაწყისიდან ერთი თვე ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში იმყოფებოდა, სადაც იგი ერთ-ერთი რეიტინგული ქართველი ჩოგბურთელის სერგო სიხარულიძის მწვრთნელად იყო.
დავით თავართქილაძის თქმით, მისმა შეგირდმა იქ 4-ჩელენჯერ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 2-ჯერ ძირითად ძალებში გავიდა.
მსგავსი სტატიები
- 63
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში მიმდინარეობს მოსწავლეთა შორის მუნიციპალური ღია ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის,რომელიც იმავდროულად წარმოადგენს, ვაჟთა და ქალთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირსაც. 16 მონაწილეს შორის უმეტესობა გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკეა, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში, წელს წარმატებით მონაწილეობდნენ რეგიონალურ, თუ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით,7 ტურად ტარდება. საბოლაო შედეგების…
- 61
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 61
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 60
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
- 60
ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს, მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…