საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“,საკონსტიტუციო ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ  დღეს ოზურგეთში განიხილა.

როგორც რეგიონის მოსახლეობასთან  შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციურ ცვლილებებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მათი მიღების საჭიროებაზე მიუთითებს.

_ „მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად იყოს განხილული იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები გავიგოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მივიტანოთ პარლამენტამდე და ამის საფუძველზე პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, კანონპროექტებით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების დარეგულირება, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, ასევე სასწავლო პროგრამებს.

მსგავსი კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყანაში მიიღება. შარშან ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში 72 კანონია მიღებული, რომელიც ეხება განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროცესში ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას. ასე რომ, ეს გამოცდილება არის არა მხოლოდ საქართველოში კანონშემოქმედების მხრივ, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, _ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ნებისმიერი ადამიანის უფლება იყოს დაცული.

ტოლერანტობა და ადამიანის უფლებების დაცვა ქართველებს არ გვესწავლება, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას. ყველას აქვს უფლება, როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ განსხვავებული, არატრადიციული ცხოვრების წესის თავს მოხვევას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მართალია ქვეყანაში სხვა ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა ერთ-ერთი პრობლემა გახდა.

ჩნდება რაღაც ახალი გამოწვევები, რომელსაც მყისიერად თუ არ მივუსწარით, მერე შეიძლება ვერ დაეწიო მისი გამოსწორების გზებს. დღეს საქართველოში ბავშვებს აჩვენებენ ანიმაციურ ფილმებს, სადაც ცენტრალური პათოსი ის არის, რომ თურმე ბედნიერი ამის გარეშე ვერ იქნები თუ ასეთი ცხოვრების წესით არ იცხოვრე, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ახლა არ გვაქვს, ამიტომ რადიკალურ ოპონენტებს ან მოუწევთ მხარი დაგვიჭირონ, ან არჩევნებზე მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით ბევრ ცვლილებას შევიტანთ თუ ამის საჭიროება იქნება“, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასევე ისაუბრეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა: დავით მათიკაშვილმასოზარ სუბარმაფრიდონ ინჯიამ, შალვა კერესელიძემ. 

საორგანიზაციო კომისიამ პასუხები გასცეს დამსწრეთა არაერთ კითხვას.

კონსტიტუციური კანონპროექტით საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

მსგავსი სტატიები

  • 78
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 75
    გიგა ბოკერია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
  • 74
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
  • 72
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 69
    „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს“აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული რიტორიკით და მმართველი პარტიის ქმედებებით. განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად ცნობას ეხება, არის ამის მაგალითი.“_  განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტ  ალექს რაუფოღლოს კითხვის საპასუხოდ. „როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ასევე მთავრობის მიერ ევროატლანტიკური…