საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სასწავლებლების საგამოფენო სივრცეები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციურ პროექტებს გაეცნო.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება; მათ შორისაა – შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო-გასართობი აქტივობები. ტერიტორიაზე გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა.
საზეიმო ღონისძიებებს გალაკონცერტი დაასრულებს.

მსგავსი სტატიები
- 70როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
- 70
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული… - 69
გაოგნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია,… - 68
დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და… - 68
ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…