სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს.

საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK TV-ის დამფუძნებლის ნათია კუპრაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარებს აღწერს.

საჩივრის მიხედვით, სამივე მათგანს ბოლო დღეებია უცნობი პირები ტელეფონზე უკავშირდებიან და მათ შესახებ პერსონალურ და არა საჯარო ინფორმაციას უსახელებენ და ემუქრებიან. სატელეფონო ზარით ანგარიშსწორებით დაემუქრნენ უცნობი პირები ნათია კუპრაშვილსაც.

„ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია, რასაკვირველია წარმოშობს გარკვეული სახის ვარაუდს, რომ ადამიანები, რომლებიც მას უკავშირდებიან, მის შესახებ იციან ყველაფერი და წარმოადგენენ საფრთხეს ნანა ბიგანიშვილისა და მისი ოჯახისათვის“- წერია საჩივარში.

საჩივარი ეხება დღეს სხვადასხვა მედიის ოფისთან და აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან დატოვებულ პლაკატებსაც. მაგალითად სტუდია მონიტორის ოფისთან გამოაკრეს პლაკატები ნინო ზურიაშვილის ფოტოებით და შეურაცხმყოფელი წარწერებით „ფულზე გაყიდული აგენტები“ „ანტი-ქართული სააგენტო“ და სხვა.

ჟურნალისტებმა საჩივარი მედია ომბუდსმენის დახმარებით მოამზადა. მედია ომბუდსმენი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურს“ კანონით დადგენილი რეგულირების მიხედვით დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორების მზაობას გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

შესაბამის უწყებებს საჩივრით მიმართა სტუდია მონიტორის გამომძიებელმა ჟურნალისტმა მარი დუდუნიამაც. ის ახლა ქვეყანაში არ იმყოფება და ამბობს, რომ უცნობი პირები უკრაინული და ქართული ნომრებიდან ვაიბერსა და ვოთსაფში 2 დღის განმავლობაში ურეკავენ.

ქართული ნომერზე პასუხისას მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტს, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს სოციალურ ქსელში საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული აღნიშნული ნომრები, თუმცა როგორც გვეუბნება მას მოკვლევის დაწყების მიზნით შესაბამისი უწყებიდან არავინ დაკავშირება.

მსგავსი სტატიები

  • 97
    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს.საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,…
  • 96
    „კოხტა ძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანებაკომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
  • 95
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
  • 94
    კოლეგები და მეგობრები მზია ამაღლობელს მოუწოდებენ, შიმშილობა შეწყვიტოსბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელს მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. როგორც წერილშია ნათქვამი, მზია ამაღლობელმა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადოს. მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე გაჟღერდა წერილი, რომელსაც ადვოკატის მეშვეობით ციხეშიც შეუგზავნიან: „მზია, ჩვენ შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას…
  • 89
    „პალიტრა მედიას“ განცხადებაბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე…

არ გამოტოვოთ