ჭიდაობის კლუბ ,,ზვანელები”-ს ფალავანი, ოზურგეთელი ნიკოლოზ კუტუბიძე 15 წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან რუსი მეტოქე ანგარიშით 4 : 1 დაამარცხა. ვულოცავ ნიკოლოზს ამ დიდ გამარჯვებას! – გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.
ოზურგეთელი პარასპორტსმენი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა. დღეს მან მარცხენა ხელით იასპარეზა. ხვალ ნიკოლოზი მარჯვენა ხელით იასპარეზებს.
იტალიაშიმიმდინარე 15 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, 57 კგ. წონით კატეგორიაში ნიკოლოზ კუტუბიძემ უნგრელი მილან ბუდაი 3 : 2 დაამარცხა და კარიერაში მეორედ დაეუფლა კონტინენტური პირველობის ოქროს! მწვრთნელი - კახაბერ აბაშიძე.
ხორვატიში ქალაქ ზაგრებში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ახალგაზდებს შორის.აღნიშნულ ტურნირზე ლუკა ჯავახაძე (55 კგ.) ჩემპიონი გახდა!ვულოცავთ ლუკას ამ წარმატებას!
იტალიაში მიმდინარე 15 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჩხიკვაძემ, 41 კგ. წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს შეხვედრაში აზერბაიჯანელი რაჰიდ აჰმადოვი 9-0 დაამარცხა. მწვრთნელი - კობა ბალავინოვი.