ქ.ფოთში დამთავრდა საერთაშორისო ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი „ნანა ალექსანდრიას თასი-2024“ , რომელშიც 26 ქვეყნის ქვეყნის 450 მოჭადრაკე მონაწილეობდა. წელს ტურნირმა განსაკუთრებით ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი, რაც მეტწილად განპირობებული იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი საპრიზო ფონდით (60 000 ლარი!). ღია A ტურნირში ჩართულ 50 მონაწილეს შორის 10 დიდოსტატი და 17 საერთაშორისო ოსტატი იბრძოდა პირველ ათეულში მოსახვედრად, სადაც საპრიზო ჯილდო თანმიმდევრულად, 700 -დან 10 ათას ლარს შეადგენდა.არანაკლებ სოლიდური იყო საპრიზო ფონდი სხვა, რეიტინგული ͌და ასაკობრივი მაჩვენებლებით რანგირებულ ნომინაციებში.
სასიხარულოა,რომ ტურნირში წარმოდგენილ 100-ზე მეტ უცხოელ მოჭადრაკეებს შორის ყველაზე მაღალი ადგილები და შესაბამისი პრიზები, ქართველმა მოჭადრაკეებმა აიღეს.
ლანჩხუთელი და ოზურგეთელი მოჭადრაკეების წარმომადგენლობით, ტურნირში გურიის რეგიონიდან 17 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ყველაზე კარგი შედეგი open D ტურნირში მოასპარეზე ლანჩხუთელმა ნინო გუნიამ აჩვენა. მან 70 მონაწილეს შორის, ოთხ ვაჟთან ერთად 7-7 ქულით I- IV ადგილები გაიყო და ამავე მაჩვენებლით ქალთა შორის ერთპიროვნულად გაიმარჯვა. ურიგოდ არ უასპარეზიათ სხვებსაც, თუმცა მეტს მოველოდით, შესაძლოა მოკრძალებულ შედეგებზე იმანაც იმოქმედა, რომ თითოეულს 35 გრადუსიან სიცხეში ყოველდღიურად უხდებოდა 100 კმ გზის გავლა და ასპარეზობა.
ჩვენი მოჭადრაკეებიდან 7 -მა მაინც შეძლო რეიტინგის მატებით დაემთავრებინა ტურნირი. ესენია: ლანჩხუთიდან-ნინო გუნია +56, ანასტასია კვირკველია +36, ლილე ფირცხალაიშვილი +30, მიხეილ აფხაზავა +7. ოზურგეთიდან- ლუკა მახარაძე +10, ლაზარე ჩხარტიშვილი +7 და თორნიკე მახარაძე (9-დან 6,5 ქულა).
გურიის მოჭადრაკეები, ივლის- აგვისტოში დაგეგმილ რამდენიმე რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირშიც მიიღებენ მონაწილეობას.
წარმატებები ვუსურვოთ მათ.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე
მსგავსი სტატიები
- 81ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 81ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
- 80ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 79დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 78თბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…