ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის. „რამათ დავიდის ბაზაზე საჰაერო ძალების პერსონალთან საუბარში მე ხაზგასმით აღვნიშნე: ვიწყებთ ახალ ფაზას ომში“, – აღნიშნა გალანტმა.
მანამდე მან განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთით გადაინაცვლებდნენ.
„სიმძიმის ცენტრი გადადის ჩრდილოეთისკენ ძალებისა და რესურსების გადაადგილების გზით“, – აღნიშნა გალანტმა.
ომის ახალ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით იოავ გალანტის განცხადებას წინ უძღოდა „ჰამასის“ მებრძოლების პეიჯერებისა და რაციების აფეთქება, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით – დაშავდა. „ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ამ საკითხზე ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის: ლიბანში „ჰეზბოლას“ მებრძოლების რაციებით აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 64ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ფირას აბიადმა განაცხადა, რომ ავიაიერიშების გამო ათასობით ოჯახმა საცხოვრებელი სახლები დატოვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით,…
- 63აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, _ ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე. „არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა.…
- 62_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ…
- 62ლიბანში, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ასობით მებრძოლი დაშავდა მას შემდეგ, რაც პორტატული პეიჯერები უეცრად აუფეთქდათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა. „ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა, რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან ომის თითქმის ერთი წლის განმავლობაში. ადგილობრივი მედია ამტკიცებს, რომ საკომუნიკაციო მოწყობილობები, სავარაუდოდ, ისრაელის მიერ დაჰაკვის…
- 60შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, _ ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის…