23 ივლისს, ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურულიმოვლენა შედგა — პროექტის „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში2026“ მეორე ეტაპის ფარგლებში, მოეწყო გამოფენა, რომელმაც ქართველი და თურქი მხატვრების შემოქმედება ერთ სივრცეში გააერთიანა.
საერთაშორისო შემოქმედებითი პროექტი ოზურგეთში 19-დან 22 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ დღეების განმავლობაში, ცენტრის სტუდია-სახელოსნო „Gurian-ART“-ის სტუმრები იყვნენ ხელოვანები თურქეთის დედაქალაქ ანკარადან: აზიზ ქარაქოჩი, ფერმან აიდინი, იბრაჰიმ კუზეი, ვეისელ თაჯარი, ჰაჯერ ერშანლი, ინსაფი ერბუდაკი.
მათ ინტენსიურად იმუშავეს მოკულიტოს — ხეზე ბეჭდვის — უნიკალურ იაპონურ ტექნიკაზე. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი სწორედ ამ რთული და დახვეწილი მეთოდით შესრულებულ ახალ გრაფიკულ ფურცლებს გაეცნო. ამასთანავე, თურქმა სტუმრებმა ოზურგეთში ჩამოიტანეს და საზოგადოებას წარუდგინეს სამშობლოში შექმნილისაკუთარი ფერწერული კოლექციის საინტერესო ნიმუშები.
ერთობლივ გამოფენას დასრულებულ სახეს სძენს ოთხი ქართველიავტორის: ვახტანგ მეგრელიშვილის, თანდილა თავართქილაძის, თამაზ დარჩიასა და დავით უღრელიძის მიერ წინა შემოქმედებითი პროექტების ფარგლებში შექმნილი ესტამპები: ოფორტი, მოკულიტო, ლითოგრაფია თუმონოტიპია… საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელს ორი ქვეყნის კულტურული იდენტობის, შესრულების ტექნიკისა და თანამედროვე ხედვების საინტერესო სინთეზი შეთავაზა.
გამოფენის გახსნისას, საზოგადოების წინაშე საგანგებოდ წაიკითხეს თურქი მხატვრების ოფიციალური სამადლობელი წერილი. მათ გულწრფელი მადლიერება გამოხატეს განსაკუთრებული მასპინძლობისთვის, სამუშაო თუ საგამოფენო სივრცისა და შემოქმედებითი პირობებისთვის, რამაც დაზგასთან მუშაობის პერიოდი ხალისიან, მსუბუქ და მეგობრულ შემოქმედებით პროცესად აქცია.
ხაზგასმით აღინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის როლი, რომლის მხარდაჭერამ უზრუნველყო პროექტის მაღალ დონეზე განხორციელება.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, პროექტის მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ლიფლეტები და გრაფიკული სემინარის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პროექტის ხელმძღვანელმა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ, გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დარჩიამ და სხვებმა.
თითოეული გამომსვლელის მიერ ხაზი გაესვა მსგავსი საერთაშორისო შემოქმედებითი მივლინებების მნიშვნელობას რეგიონის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის.
ვფიქრობთ, ჟანრობრივად მრავალფეროვანი გამოფენა საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის.
,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში 2026“ კი გრძელდება.

ლია მოლარიშვილი,
– სტუდია-სახელოსნო „Gurian-ART“-ის მენეჯერი

მსგავსი სტატიები

  • 97
    როცა გრაფიკა მოგზაურობს„მივლინება ოზურგეთში 2026“ — ახალი შემოქმედებითი ზაფხული ზაფხულს გურიაში თავისი განსაკუთრებული ფერები აქვს. ოზურგეთის ცენტრი და ცნობილი ჭადრების ბაღიც არ არის გამონაკლისი. აქვე, რუსთაველის 6 ნომერში, შემოქმედებითი სახელოსნოს სტუმართმოყვარე ჭერქვეშ, ერთმანეთში ირევა საბეჭდი საღებავის სურნელი, ესტამპის ქაღალდის შრიალი, დაზგის ხმაური და სხვადასხვა ენაზე ნათქვამი სიტყვები... სწორედ აქ - მერაბ ბერძენიშვილის…
  • 93
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 92
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 92
    ბოროტება დაიღალა ადამიანში...და კითხვა...-ძალაუფლება პრივილეგიაა თუ უდიდესი გამოცდაXI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე... 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე…
  • 92
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…