საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა ნუ ეცდებოდნენ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციას, თუმცა მიუხედავად ამისა, კონკრეტული პირები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ცდილობდნენ პროცესის დისკრედიტაციას და ასარჩევ, შემდგომში კი უკვე არჩეულ პირთა სტიგმატიზაციას.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმიანობისა და ნეიტრალიტეტის მიხედვით და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებების საფუძველზე. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული ადმინისტრატორის უფლებას, მშვიდ გარემოში შეასრულოს თავისი მოვალეობა და 26 ოქტომბერს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
აქვე წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას არჩეული პირების შესახებ:
სულ 24 240 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 425 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის 9 090 ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 111 საკონკურსო განაცხადი, კომისიის წევრების 15 150 ვაკანტურ ადგილზე 15 314 საკონკურსო განაცხადი.
საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს.
არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. კერძოდ:
არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებიდან, კომისიის მუშაობაში ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 16 870 პირს, რაც საერთო რაოდენობის 70.15%-ია.
საუბნო საარჩევნო კომისიის ახალარჩეული წევრებიდან 14 183 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 111 -”საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 479 – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებულია.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 030 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათ შორის საარჩევნო კომისიების მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი, დანარჩენ 27 270 წევრს კი, უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს“ , – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 77ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR - ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც…
- 77„უნდა ვთქვა, რომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს გუნდი, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, თავისი საქმის ერთგულები და პროფესიონალები არიან“, _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა. როგორც ელჩმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნა, ცესკოს გუნდი მზად არის არჩევნების თავისუფლად…
- 75ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. „აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი…
- 722024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. აღნიშნულ საკანონმდებლო სიახლეებს ეხმიანება პროექტი - „ადმინისტრატორის კურსები“, რომელიც მიზნად ისახავს პოტენციური საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რესურსის ფორმირებას. პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიისა და ბიბლიოთეკის შენობაში სასწავლო კურსი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, ტექნოლოგიების…
- 71საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტის ,, ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირების" ფარგლებში, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწყობილ საარჩევნო უბანზე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა და ზაზა შოშიტაიშვილმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საარჩევნო მოხელეების მეთვალყურეობით, 6 - 28…